• რეკლამა
  • კონტაქტი
07:19, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დიდი ალბათობით, ესებუა საქართველოშია… ახლა ჩემი კოლეგები იტყვიან, ადვილია ჭკუის სწავლებაო, მაგრამ…” – ვალერიან ხაბურძანია

ალია ავტორი - ალია
02:48 02-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
87

„ალიას“ ესაუბრება უშიშროების ყოფილი მინისტრი, კონსტიტუციონალისტი ვალერიან ხაბურძანია:

-ბადრი ესებუა ისევ თავისუფლებაზეა. ბოლო დროს, თითქოს არ ყოფილა, აღარავინ ახსენებს მას, ერთი მხოლოდ ის თქვა მინისტრმა, ზუსტად ვიცი, ქვეყანა არ დაუტოვებიაო… რას ფიქრობთ, ამ გადასახედიდან, რა შეცდომები იქნა დაშვებული?

-დიდი ალბათობით იციან, რომ ესებუა მართლაც ქვეყანაშია, იმიტომ კი არა, რომ რამე ინფორმაცია აქვთ კონკრეტული, იციან, რომ გარედან ვართ მაგრად შემოფარგლული, თუნდაც  პანდემიის გამო. რუსეთში და რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერ გადავა, თურქეთში ვერ გადავა, აზერბაიჯანში ვერ გადავა და სომხეთში ვერ გადავა. გადაპარვა ძალიან ძნელია მარტო კაცისთვის – თუ მოკლეს, რად უნდა ის 500 ათასი? სამწუხაროდ, მე ვთვლი, რომ მათი შესაძლებლობების ფარგლები, ამ ოპერაციაში დიდი სისუსტე გამოიჩინეს და ესებუას გაშვება იქედან, არანაირად არ შეიძლებოდა. ახლა პროცესები განვითარდა ისე, რომ არავის ცხელა ამ პრეცედენტისთვის, თორემ, თუ გახსოთ, მყისიერად გაიზარდა ქურდობები და ყაჩაღობები მაშინ, რადაგნ დაინახეს სისუსტე სამართალდამცავი სისტემის. კობა ნარჩემაშვილმა გაბედა მძიმე წლებში და გლდანის ხიდზე ლიკვიდაციის ოპერაცია ჩაატარა… თუ დაიჭერენ 5-6 თვის და 1 წლის მერე, იტყვიან, ხომ ვამბობდით? სად გაიქცეოდა? ახლა როცა ვაანაზლიზებ, ვთვლი, რომ შსს-ს იმ კონკრეულ სიტუაციაში ნაკლები დანაკარგებით შეეძლებო ესებუას დაკავება და ამის არ გაკეთება იყო დიდი შეცდომა.

-ჩვენ ვნახეთ ვიდეო, როგორ მიაქვს ფული სახელმწიფოს წარმომადგენელს პირთან, რომელსაც თავადვე მოიხსენიებს ტერორისტად, როგორ იჩოქებს მის წინაშე, როგორ აძლევს ფულს – ამ ვიდეოს გავრცელება რაში აწყობდა შსს-ს? ლოგიკა რა იყო?

-არაფერი, ვიღაცამ ურჩია სრულიად არასაჭირო რაღაცა და გააკეთეს ან ეს მოთხოვნა იყო. როგორც თქვენთან ადრე ვთქვი, ის ფული რატომ არ დანომრეს და რატომ არ არის ფულის ნომრები ცნობილი? ნომრები რომ იყოს ფულის ცნობილი, რომ მომცემენ დოლარს, ჩავიხედავ და ვნახავ, ა, ეს ესებუას წაღებული ფულია? არ აკეთებენ ამას, ე,ი, მისცეს დაუნომრავი ფული და ამდენ ხანში 500 ათასს გადაცვლიდა სხვა ფულზე და წადი და ეძიე…

-ძმა დააკავეს ბადრი ესებუას და გვეუბნებიან, ძმასთან ხელყუმბარები მიჰქონდაო… რად უნდა კიდევ ყუმბარები ესებუას ვერ ხსნიან, მაგრამ უნდოდაო და ეს რომ გავიგეთ, ბადრის ძმას კი არ გავყვეით უკან, რომ ორივე აგვეყვანა ერთად, ბადრის ძმა ცალკე ავიყვანეთ და ბადრის ცალკე ვეძებთო – აქაც ვერ ვხედავ ლოგიკას.

-ჩემი კოლეგები იტყვიან, ახლა მაგისთვის ადვილია ჭკუის სწავლებაო… ადვილი არაა ჩემთვის, ჩემთვის სამწუხაროა, რომ ამხელა შესაძლებლობები როცა გვაქვს, დაწყებული გადაადგილების კონტროლიდან, ინფორმაციის წყაროების მობილურობით და სისწრაფით, ამდენ ხანს არ უნდა გაგეწელოს ეს სიტუაცია – პიტერ შოუს და ვიღაც-ვიღაცეეს ვეძებდით პანკისში, სადაც ცხვირის შეყოფის საშუალება ძლივს გვქონდა.

თამო კეშელავა, ალია

თეგები: ავთო გალდავაბადრი ესებუავალერი ხაბურძანიავახტანგ გომელაურიშსს

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved