• რეკლამა
  • კონტაქტი
20:52, კვირა, 11 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დიდება მეგრულ სუფრას და მეგრელებს!” – გიორგი კეკელიძე

ალია ავტორი - ალია
14:04 03-05-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,237

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს ნაწყვეტს საკუთარი წიგნიდან – “ხვიჩა. ვარსკვლავი სახელად ვარსკვლავი”:

“არაფერია იმაზე ზუსტი, ვიდრე მეგრული ეზოები. ყოველ ჯერზე მაოცებს მათი უმაღლესი ალგებრა, ერთდროულად რთულიც და მარტივიც, ძნელად ამოსახსნელი და იოლად მისახვედრი. შესაკრებთა ჯამი აქ წელიწადების მიხედვით იცვლება, მაგრამ სულ მშვენიერებას უდრის. ამიტომაც არის ევროპელობის უტყუარი ბეჭედი და ცოტა მეტიც.  შეხედეთ – ეს წალენჯიხის გზაა, განიერი მთები, თითქოს გვერდზე პირმიქცეული, უცხო ჰორიზონტს რომ გაჰყურებენ, მუხლებზე წეროების ბუდეებით. აფენილ ხეებს გრილი მწვანე დაჰკრავთ და იავნანასავით შრიალებენ. ძნელია ამ ფერწერისთვის შედარებების დაძებნა –  უმეტაფორო სილამაზეა. ეზობიდან ისმის ჩემთვის უცხო ენა, რომელსაც ისე ვხვდები, ოცამდე სიტყვის ცოდნაც მყოფნის. ანუ ჩემთვის უცხო ჩემი ენა. ორი ტონი აქვს ამ ენას და ორივე სიმღერიდანაა. თუ ვინმე კამათობს – ,,სისა ტურას” ბაძავს თითქოს  და თუ მშვიდია საუბარი – ,,აშო ჩელადანაა” ხმები. სადმე თუ შეჩერდები, თუნდაც უცხო იყო შეგიპატიჟებენ. თუ ახალი ხარ, ალბათ არ იცი, რომ ომში გაწვევას ჰგავს ეს შეპატიჟება – მასპინძლების იერიში სრულიად გამანადგურებელია – ჯერ ღომის და ყველის ნაღმებზე ფეთქდები, მერე ელარჯის ტანკი გადაგივლის და გებჟალიას ზარბაზანს მიუშვერს შენს თავს, თვითმფრინავებიდან საცივის თხევად ბომბებს გიშენენ, ხარჩოს ლაზო გახრჩობს და ხაჭაპურის სამართებელი გსერავს, კუჭმაჭის მავთულხართები გაქცევის ფიქრს გიხშობს, ჭინჭრის მხლის ფეხოსანი არმია ყველგან მოგაგნებს და საკონტროლოს დაგახლის. და შენ, დანებებული, მაგრამ გულწრფელი, აწევ ღომის ღომივით თეთრ დროშას და ხელფეხშკერული კაცის ხმით წაიჩურჩულებ: დიდება მეგრულ სუფრას და მეგრელებს! და მერე ისევ  და ,,შემაშინებლად” მოვლილი ეზოები, მეგრული ყოფის აუცილებელი პროლოგი, უკან გამოცილებისას ეპილოგად რომ გადაიქცევა, გახსენებს ერთ ბიჭს, რომლის ფესვებიც ამ მხარიდანაა და ალბათ ამიტომაც არის მისი პასი დიდებული ეზოებივით ზუსტი და დახვეწილი.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved