• რეკლამა
  • კონტაქტი
07:04, ხუთშაბათი, 2 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დღეს ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა

ალია ავტორი - ალია
10:50 03-31-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
152

31 მარტს ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი დღეს 84 წლის გახდებოდა. საქართველოს ეროვნული გმირი, მეცნიერ-ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, 1939 წლის 31 მარტს თბილისში დაიბადა.

სოციალურ ქსელში პოსტს ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ანა ჯაბაური აქვეყნებს.

„მას, ვინც სათანადოდ აფასებს ზვიად გამსახურდიას ამქვეყნად მოვლინების მნიშვნელობას; ვისაც სრულად აქვს გააზრებული ამ მოვლინებისა და მოვლენის მისია და სიკეთე, და, ვისაც უბრალოდ უყვარს ეს საოცარი ადამიანი, 31 მარტს გილოცავთ. გილოცავთ და წარმოგიდგენთ საჩუქარს, რომელიც იუბილარს მისმა უფროსმა ვაჟმა, სიყრმის შვილმა, დიდი კონსტანტინეს მიერ აღზრდილმა კონსტანტინე-უმცროსმა გამსახურდიამ მიუძღვნა. ისტორიულ-ეპოქალური, ავთენტურობისა და მოცულობითობის კუთხით თითქმის უანალოგო ნაშრომი, ზვიად გამსახურდიასა და იმ ურთულესი ეპოქის შესახებ მოგვითხრობს, რომელშიც დიდმა ქართველმა გამრღვევი ცვლილება მოახდინა და ლომის წვლილი შეიტანა საქართველოსთვის ისტორიული შანსის დაბრუნების საქმეში, რომლის შედეგად მსოფლიო რუკაზე 200 წლის წინ გამქრალი ულამაზესი და უძველესი ჩვენი ქვეყანა კვლავ ამობრწყინდა ნაწარმოებში საინტერესოდ და შეულამაზებლადაა აღწერილი ზვიად გამსახურდიას სრული ბიოგრაფია – როგორც დისიდენტურ-პოლიტიკური მოღვაწეობა, აგრეთვე პირადი ცხოვრება და ადამიანური შტრიხები.საგულისხმოა, რომ მასში წაიკითხავთ და გაეცნობით ისეთ ფაქტებსა და მოვლენებსაც, რომლის შესახებ ჯერ ა რ ს ა დ ა რ დ ა წ ე რ ი ლ ა. მაშ ასე – თქვენს წინაშეა, ფაქტობრივად, თვითმხილველის მიერ მოთხრობილი სრული და სრულყოფილი სიმართლე ზვიად გამსახურდიას ცხოვრების, მოღვაწეობის, დევნის, ღალატისა და გაწირვის შესახებ; ნამდვილი ამბავი, რომელიც ავტორმა მისთვის დამახასიათებელი აკადემიურობით, წერის დახვეწილი მანერით, კულტურითა და სისხარტით გადმოგვცა, რაც მკითხველისთვის თითქმის 800-გვერდიანი სიამოვნების უცილობელი საწინდარია

……..31 მარტს ჩვენს ქვეყანას დისიდენტი, პოლიტიკოსი, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი, პოეტი, მწერალი, ლიტერატორი, მთარგმნელი, ფილოსოფოსი, მეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ნობელის მშვიდობის პრემიის ნომინანტი ზვიად გამსახურდია მოევლინა.“ – წერს ჯაბაური.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved