უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით დღეს უზენაეს სასამართლოში კონსულტაცია გაიმართება, – ამის შესახებ გუშინ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა.
ამ საკითხზე მოსამართლეებთან კონსულტაციები 15:00 საათზე გაიმართება. 16:00 საათზე კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გასვლითი სხდომა ჩაინიშნება, სადაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე იმსჯელებენ.
უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ თანამდებობა 2018 წლის აგვისტოში დატოვა. პოსტიდან წასვლის მიზეზად გვენეტაძემ ჯანმრთლეობის მდგომარეობა დაასახელა.
კომენტარები