დღეს, 15:00 საათზე რუსთაველის გამზირზე ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ მორიგი აქცია გაიმართება.
საპროტესტო აქციის გამართვა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ დააანონსა.
„დღის სამი საათიდან საქართველო ვიწყებთ შეკრებას რუსთაველის გამზირზე. დღის სამი საათიდან და ასე იქნება ყოველი დღე“, – განაცხადა მელიამ.
ცნობისთვის, ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტს საქართველოს პარლამენტმა კენჭისყრაზე პირველი მოსმენით მიიღო, რასაც პარლამენტთან შეკრებილი საზოგადოების პროტესტი მოყვა.
საკანონმდებლო ორგანოსთან ერთმანეთს აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ.
კომენტარები