• რეკლამა
  • კონტაქტი
12:34, ხუთშაბათი, 10 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დღეს რომ საქართველოში მშვიდობაა, ამაში არც თუ უმნიშვნელი წვლილი მოსკოვში ჩემი და დავით თარხან-მოურავის ვიზიტმაც შეიტანა – ინაშვილი

ალია ავტორი - ალია
10:53 05-15-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
14,143

ახლა პირველად ჩემს ცხოვრებაში, მინდა რაღაცა საკუთარ თავზეც ვთქვა: დღეს რომ საქართველოში მშვიდობაა, ამაში არც თუ უმნიშვნელი წვლილი მოსკოვში ჩვენმა – ჩემი და დავით თარხან-მოურავის ვიზიტმაც შეიტანა. ჩვენმა წერილებმა და მიმართვებმა შეიტანეს, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, „მოღალატეობა ისაა, რაც კოდორსა და ახალგორში მოხდა – ქართული მიწები უომრად გაყიდეს!“.

„თვეების წინ, როცა ჩვენ საჯაროდ ვსაუბრობდით ომში საქართველოს ჩათრევის საშიშროებაზე, “ქართული ოცნების” სპიკერთა ნაწილი გამყიდველებს გვეძახდა. ახლა თვითონ გვარწმუნებენ, რომ ეს საფრთხე რეალური იყო და ომი აგვაცილეს თავიდან! ცნობისთვის: საფრთხე კვლავ რეალურია და კარგი იქნება, თუ თვითდამშვიდებას არ მივეცემით!

ომის დაწყებისას საჯაროდ ვამბობდით და ახლაც ვამბობთ: უზომოდ განვიცდით უკრაინელების ტრაგედიას და ამასთან, ვხედავთ, რომ უკრაინის ხელისუფლება საქართველოს მეგობარი კი არა, ნაცმოძრაობის მეგობარია და “ქართული ოცნების “დიადი” სპიკერები კვლავ გვარწმუნებდნენ, რომ ეს, თურმე, მცდარი თეორიაა. როცა ზელენსკის მთავრობამ მთელი “ქართული ოცნების” ელიტა უუნაროდ, პრორუსად და მხდალად გამოაცხადა და მეტიც, ყოველდღიურად მოუწოდებენ და უბიძგებენ საქართველოს ცხინვალსა და სოხუმში შეჭრისკენ, ახლა ჩვენი თეორია, თურმე, მცდარი არ ყოფილა!

ნეიტრალიტეტისკენ სწრაფვა მოღალატეობააო, ესეც “ქართული ოცნების” პოლიტიკური ოპერიდანაა, მაგრამ დაიმახსოვრეთ: სულ მალე მოისმენთ, რომ ნეიტრალიტეტი, თურმე, “ქართული ოცნების” ბრძოლისა და შემოქმედების ნაყოფი ყოფილა. პირველ რიგში, ნეიტრალიტეტის პერსპექტივებზე მგზნებარე კომენტარებს ის გია ვოლსკი გააკეთებს, რომელიც ჩვენს ვიზიტს მოსკოვში ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად აფასებდა და მჭმუნვარე სახით ნატოს უალტერნატივობას ამტკიცებდა. საოცარი თეზისი დაბადეს – აი, ნატოს ღია კარი მარადიულად ღია რომ იყოს და კარში არავინ შეგვიშვას, ესეც დიდი მიღწევააო.

ახლა პირველად ჩემს ცხოვრებაში, მინდა რაღაცა საკუთარ თავზეც ვთქვა: დღეს რომ საქართველოში მშვიდობაა, ამაში არც თუ უმნიშვნელი წვლილი მოსკოვში ჩვენმა – ჩემი და დავით თარხან-მოურავის ვიზიტმაც შეიტანა. ჩვენმა წერილებმა და მიმართვებმა შეიტანეს. მოსკოვში იმ პერიოდში ვიყავით, როცა ავსტრიის კანცლერი რუსეთის პრეზიდენტს ხვდებოდა. იქაც მშვიდობაზე იყო ლაპარაკი, მძიმე ლაპარაკი… და ჩვენც (ჩვენი შეხვედრების ფორმატში) მშვიდობისთვის ვშრომობდით. ჩვენი ქვეყნისთვის ვშრომობდით!
და ბოლოს, უკრაინაში უბედურება ტრიალებს!

უკრაინა იხლიჩება! ვერანაირი ნატო ვერ და არ დაეხმარა უკრაინას! არსად არც შეიყვანეს და არც გააწევრიანეს. სამაგიეროდ, აქეზებდნენ და აქეზებენ! გაუბედურდა ხალხი, იშლება ქვეყანა და მდიდრდებიან სამხედრო ელიტები. უკრაინის მთლიანობა დიდი სახელმწიფოების ინტერესთა ჭიდილს ეწირება და ეს არ უნდა მოხდეს საქართველოში!!! ყველამ ჩვენ ჩვენი ფლანგიდან უნდა ვიმოქმედოთ, რომ საქართველოში იყოს მშვიდობა, არაა საჭირო მოღალატის ძახილი. არაა საჭირო დაქოქო სახელისუფლებო არხები და არჩადენილ დანაშაულში დამადანაშაულო, რასაც აკეთებდა “ქართული ოცნება” ჩვენთან მიმართებაში.

არასწორი, არამართალი საქციელია. მოღალატეობა ისაა, რაც კოდორსა და ახალგორში მოხდა – ქართული მიწები უომრად გაყიდეს! მშვიდობისათვის ბრძოლა არაა მოღალატეობა. მძიმე დროა. სიფრთხილე და გონიერება გვმართებს! არავის არ უნდა გამოვაყენებინოთ თავი და არ უნდა დავაშლევინოთ ქვეყანა,“ – წერს ირმა ინაშვილი,

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

14:16 07-09-2025
გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?
ახალი ამბები

გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?

17:25 07-08-2025
7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი
ახალი ამბები

7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი

15:44 07-08-2025
6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის
ახალი ამბები

6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის

14:22 07-08-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved