• რეკლამა
  • კონტაქტი
06:27, ოთხშაბათი, 1 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,დღეს, როდესაც კიევი იბომბება, ქვეყნის გმირი პრეზიდენტი ზელენსკი საგანგებოდ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას…” – ნიკა მელია

ალია ავტორი - ალია
04:26 12-20-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
296

ნაცმოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია ზელენსკის განცხადებას ეხმაურება:

,,დღეს, როდესაც კიევი იბომბება რუსული რაკეტებით, ათასობით ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე ეწირება საერთო თავისუფლებისათვის ბრძოლას, ქვეყნის გმირი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, თავისი ყოველღიური მიმართვისას საკითხის არსებითი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საგანგებოდ მოუწოდებს ოცნების ხელისუფლებას გამოიჩინონ კეთილი ნება და მისცენ მიხეილ სააკაშვილს მკურნალობის საშუალება უკრაიანაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ევროპაში.

ოცნების ხელისუფლებას ამ ნაბიჯისკენ მოუწოდებს ევროპის საბჭო და ყველა მეგობარი ქვეყანა, მოუწოდებს ამერიკის შეერთებული შტატები და ომში მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი.

თუ ჩვენ გვინდა ევროპა, არჩევანი მარტივია; თუ ჩვენ გვინდა ქვეყნის თავისუფლება, არჩევანი არის მარტივი; თუ ჩვენ გვინდა ისტორიის სწორ მხარეზე ყოფნა – არჩევანი არის ერთადერთი – მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა.

დრო არ ითმენს, საქართველოში არ უნდა განმეორდეს 1993 წლის 31 დეკემბრის ტრაგედია. ახალ წელს ნაბიჯი უნდა გადავდგათ წინ, ევროპისაკენ და არა უკან, რუსული სიბნელისაკენ, რადგან დღეს გვაქვს დიდი შანსი და საერთაშორისო პარტნიორების უპრეცედენტო თანადგომა – აღმოვჩნდეთ ისტორიის სწორ მხარეს და ვიაროთ წინ, ევროპული მომავლისა და განვითარებისაკენ.

სულ მალე გადამწყვეტი იქნება თითოეული ადამიანის სწორი და პრინციპული სამოქალაქო პოზიცია!

ძალა ერთობაშია!”

,,გთხოვთ, გადაიყვანეთ სააკაშვილი თუნდაც უკრაინაში, ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, ამერიკაში” – ზელენსკი

თეგები: ნიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:51 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved