მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს გვიან ღამით სამედიცინო დახმარება დასჭირდა. მას გადასხმა რუსთავის მე-12-ე პენიტენციურ დაწესებულებაში გაუკეთეს, მიზეზი კი სისხლის ანალიზში ერთ-ერთი პარამეტრის ცვლილება გახდა.
პირადი ექიმის ინფორმაციით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა დამაკმაყოფილებელია.
ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, დღეს ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობის შესაფასებლად პენიტენციურ დაწესებულებაში ექიმთა კონსილიუმი შევა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა.
კომენტარები