დღეს, საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა.
1989 წლის 13 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი მერაბ კოსტავა ავტოკატასტროფაში დაიღუპა.
მერაბ კოსტავა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, ეწეოდა დისიდენტურ და ადამიანის უფლებათა დამცველ საქმიანობას, ებრძოდა საქართველოში დამყარებულ საბჭოთა რეჟიმს, საკუთარი შეხედულებებისა და ფასეულობებისთვის რამდენჯერმე დააპატიმრეს და გადაასახლეს.
მერაბ კოსტავამ თქვა: „მოესწრებით იმ დროს, როცა საქართველო თავისუფალი გახდება! მაგრამ იცოდეთ, თუ მაშინაც, დამოუკიდებელ ქვეყანაში, თავისუფლებისთვის შეწყვეტთ ბრძოლას, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანაც!“
კომენტარები