დავით გარეჯის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდება.
„იქნება ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვა. მათი ვინაობა რიგითობა და ასე შემდეგ ამ ეტაპზე დაცვის მხარისთვის არ არის ცნობილი. კარტოგრაფების საქმის პოლიტიკური მდგენელი არის ძალიან დიდი, ეს ძალიან ბევრ ფაქტობრივ გარემოებაში იკვეთება.
ერთ-ერთი არსებითი საკითხი არის ახლა რაც დაცვის მხარეს გარკვეულწილად გვაფიქრებს, რომ სამხარაულის ექსპერტიზა ძალიან აჭიანურებს შესაბამისი დასკვნის გაცემას“, – აცხადებს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრის ივერი მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი.
კომენტარები