საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დასაბრუნებლად, დღეს ბულგარეთიდან სპეციალური რეისი შესრულდება.
ქალაქ ბურგასიდან, საქართველოში ასამდე მოქალაქე დაბრუნდება.
მათ შორის არიან საქართველოს გადამზიდავი კომპანიების მძღოლებიც, რომლებსაც ბულგარეთის მხარემ, ქვეყანაში არსებული საკარანტინო შეზღუდვის გამო, ბორანზე ასვლისა და საკუთარი ავტომანქანებით გამომგზავრების უფლება არ მისცა.
თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თბილისის დროით 16:30 -წუთზე დაეშვება.
კომენტარები