მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეს 21:00 საათიდან, ოთხ დიდ ქალაქში თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა იკრძალება. შეზღუდვა ათი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ასევე, მთავრობამ პრეზიდენტს სთხოვს, პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გახანგრძლივების თაობაზე მიმართოს. საგანგებო სესია სავარაუდოდ 21 აპრილს გაიმართება. ჯერ უცნობია, როდის გააკეთებს განცხადებას სალომე ზურაბიშვილი.
კომენტარები