• რეკლამა
  • კონტაქტი
22:30, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დღეს 19 წლის უნდა გამხდარიყო…ვიცი, რომ არსად ხარ, მაგრამ ჩემს გულში სულ იქნები” – სალომე ბარკერის ემოციური პოსტი

ალია ავტორი - ალია
16:43 01-29-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
188

სალომე ბარკერი, ჟურნალისტი და აქტივისტი თავის უმცროს დაზე, რომელიც თითქმის სამი წლის წინ გარდაიცვალა, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და გარდაცვლილ დას დაბადების დღეს ულოცავს.“2003 წლის 29 იანვარს დაიბადა სოფი. მე ვიყავი 13 წლის, ჩემი ძმა 9-ის. სახლში რომ მოიყვანეს, იყო ცოტა მოწითალო ფერის პატარა მჩხავანა არსება. მეთქი უკაცრავააად?? :))) მახსოვს გახვეული რომ იდო ხოლმე საწოლზე და რომ არ გადმოვარდნილიყო მაგას ვდარაჯობდი, ძალიან პაწუა უკვე თავისი ხელით ჭამდა ხოლმე ბოთლიდან რძეს.ძალიან სწრაფად გაიზარდა და დაიწყო სირბილი, ტიტინი, სოფიტა იგივე ტოფიტა. მაღაზიაში რომ ჩავიდა პირველად, მეხუთე სართულიდან სულ მთლად წერტილი მიაბიჯებდა ქუჩაში ამაყად. გიჟდებოდა სტუმრად სიარულსა და აქეთ-იქით “წანწალზე”, ცეკვაზე, ყველანაირ ცხოველზე, არ უყვარდა კითხვა ოღონდ ჰარი პოტერის გაცნობამდე. ცალკე რომ გადავედი საცხოვრებლად, არ არსებობდა მასთან ერთად გასატარებლად საკმარისი დრო. სულ რომ ასიათასი საათი ვყოფილიყავით ერთად, “ბოლოს” მაინც მოიბუსხებოდა ხოლმე დაშლის წინ. :)) ერთხელ პატარებს მშობლები მთაწმინდაზე გვასეირნებდნენ და მე და ჩემმა ძმამ შემთხვევით ხელი ამოვუგდეთ :)))))))) ერთი ორი და საამიიი – ჰაერში ვწევდით აქედან-იქიდან და ეგრე “ვაკატავებდით”, მაშინ ჯერ ძლივს დადიოდა და უცბად ბრახ, გულები დაგვისკდა და მშობლებთან გავიქეცით, თვითონ დიდად არ უტირია, უფრო გაკვირვებული იყო. გიჟდებოდა დამოუკიდებლობაზე, უნდოდა მომღერლობა ან ადვოკატობა და სასამართლოში საქმეების მოგება :))) ყველაზე ჩვეულებრივი ტიტინა ბავშვური ბავშვი, ყველაზე არაჩვეულებრივი დიიიდი გულით.დღეს წესით 19 წლის უნდა გამხდარიყო, მაგრამ აბა სად არის? არ ვიცი. და ისიც არ ვიცი, რატომ არ არის, ამ დრომდე ამ საცოდავმა სახელმწიფომ ვერ მოახერხა ან არ მოახერხა ერთი სასამართლო პროცესი მიიყვანოს ადეკვატურ დასასრულამდე პირველ ინსტანციაში მაინც. ამ არაფერში უკვე გავიდა 2 წელი და 9 თვე.გილოცავ ბავშვიკ დაბადების დღეს, ვიცი რომ არსად არ ხარ, მაგრამ ჩემს გულში სულ იქნები?“, – წერს სალომე ბარკერი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ 2019 წელს, ექსკურსიაზე ლაგოდეხში წასული სოფი ნიკოლაიშვილი ტრაგიკულად დაიღუპა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved