ეკონომიკის დოქტორი, ოთო აბესაძე;
,,? ეროვნულ ბანკს 2022 წელს ბაზრიდან 500 მლნ დოლარი რომ არ ამოეღო და უბრალოდ მონეტარული პოლიტიკა დაეყვანა ბუნებრივ წონასწორულ კვეთაზე, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ დღეს 1 USD ეღირებოდა მაქსიმუმ 2.3 GEL და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ფასების ზრდა იქნებოდა თითქმის შეუმჩნეველი ‼️
✅ შეუმჩნეველი იმიტომ, რომ ქვეყანაში მოხმარებული საქონლისა და მომსახურების 70% – ზე მეტი არის იმპორტირებული. შესაბამისად მასზე ფასწარმოქმნა ძირითად შემთხვევაში ხდება USD – ში და ეს იქონიებდა საკმაოდ დიდ გავლენას.
? უფრო რომ გავამარტივოთ ამოღებულმა 500 მლნ დოლარმა ერთი მაგდენი (მინიმუმ) ზემოდან გვაზარალა ყველა გაზრდილი ფასებით ?
კომენტარები