დღეიდან, 5 მაისიდან, ქვეყნის მასშტაბით სასაფლაოებზე გასვლის შეზღუდვა იხსნება.
მოქალაქეები საფლავებზე გასვლას დაუბრკოლებლად შეძლებენ.
ცნობისთვის, 2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით, სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეზღუდული იყო. ჩაკეტილი იყო სასაფლაოებთან მისასვლელი გზები. აკრძალვა არ ვრცელდებოდა მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე.
შეზღუდვების დარღვევა სამართალდამრღვევი პირის 2000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებდა.
კომენტარები