შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ სერვისის ეტაპობრივად განახლება დაიწყო. მომსახურების სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, ადგილზე სერვისის მისაღებად პირბადით გამოცხადდნენ.
დღეიდან მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, მართვის უფლების მისაღებად პრაქტიკული გამოცდა გაიარონ. ვისაც ჩაბარებული აქვს მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა, საშუალება ეძლევა, პრაქტიკული გამოცდაც ჩააბაროს. ამასთანავე, აღდგა ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის სერვისი.
კომენტარები