დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება ისევ სავალდებულო ხდება. გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გუშინ ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით მიიღო. კერძოდ, ღია სივრცეში 5 ადამიანზე მეტის შეკრების შემთხვევაში პირბადის გამოყენება სავალდებულო გახდა.
კვლავ აკრძალულია ღამის კლუბების ფუნქციონირება როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეებში და აღსრულება მკაცრად გაკონტროლდება.
შეზღუდული რჩება კვების ობიექტების მუშაობა ღამის 00-იდან დილის 05 საათამდე პერიოდში. კიდევ უფრო გამკაცრდა კონტროლი ქელეხების, ქორწილების და იუბილეების აღნიშვნაზე. მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობისთვის ობიექტს პირველ ჯერზე 10 ათასი ლარით დააჯარიმებენ, განმეორების შემთხვევაში კი დალუქავენ.
კომენტარები