• რეკლამა
  • კონტაქტი
23:50, ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„დგანან და გვაგინებენ განურჩევლად ყველას“

ალია ავტორი - ალია
00:15 04-06-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია, სოციალურ ქსელში წერს:

„ქართული “პოლიტიკის” პარადოქსი.

დგანან და გვაგინებენ განურჩევლად ყველას. ჩვენ, ჩვენ წინაპრებს, პოლიციას, ხელისუფლებას, ბიძინას, მიცვალებულებს, ცოცხლებს, ცოცხალმკვდრებს და პატრიარქსაც კი!

დიახ!

-პიპინიასაც აგინე?!-ეს ცნობილი ფრაზა ლეგენდარული “არაჩვეულებრივი გამოფენიდან”, ჩვენი ყოველდღიური ემოციის გამომხატველი გახდა. პატრიარქსაც აგინეს?! -ჩვეულებრივად ვეკითხებით უკვე ერთმანეთს.

ჰო, აგინეს! ჰო, ღვთისმშობელსაც, ღმერთსაც, ოჯახსაც და სამშობლოსაც აფურთხეს სულში!

შიგადაშიგ, პოლიციასაც ურტყეს, კვერცხებიც ესროლეს სტუმარს და დამხვდურს, დახურულ დარბაზში მომწამვლელი ხსნარიც დაასხეს კოლეგების დასახრჩობად, ჯვარი და ხატი აპროტესტებინეს თურქეთის გონებაშეზღუდულ ელჩს…

მერე ბედნიერად იცეკვეს, იმღერეს და იკუნტრუშეს უნიღბოდ კომენდანტისსაათიან თბილისში….

პარადოქსი რა შუაშიაო, მკითხავთ.

ახლავე გეტყვით.

საქართველოში, სამი ულამაზესი კუთხის (იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის) გზასაყართან, რიონის ხეობაში, ქართველები, ჰესის მშენებლობისთვის, ქართული მიწის გაყიდვის ფაქტს აპროტესტებენ! უცხო ქვეყნისთვის 340 ჰა-ის პირდაპირი წესით მიყიდვის და ათასობით ჰექტარის 99 წლით სარგებლობის ფაქტს! მდინარე რიონის კალაპოტის მიყიდვის ფაქტსაც!

5-6 თვეა კარვებში სხედან, ქართული დროშის და ქრისტიანული ჯვრის მფარველობის ქვეშ და სიცოცხლის ფასად იბრძვიან ჩვენი შთამომავლობისთვის მიწის გადასარჩენად! უამრავი გულანთებული ადამიანი უჭერს მხარს ამ უანგარო მიზნისთვის მებრძოლებს- რიონის ხეობის დამცველებს! ნუ, 10-20 პილატე ამ საკითხსაც გამოუჩნდა, რათა ხალხისთვის , ეს უკვე მერამდენედ, ეკითხა- ქრისტე თუ ბარაბა?…

ჰო და, პარადოქსზე მოგახსენებდით!

რიონის ხეობის, ანუ ჩვენი მიწის დამცველებს პოლიცია და სპეცნაზი შეუსიეს დასაშლელად და დასარბევად!

აბა, კარგად დაუკვირდით რას ვწერ!

ქართული მიწის, ჯვრის, მამულის დამცველებს დაჭერით და რეპრესიებით დაემუქრნენ! (თუ არ ვცდები, დაიჭირეს კიდეც)… ისინი კი, ვინც ეს მიწა, ჯვარი და სამშობლო გაყიდა- დღესაც დაბოგინობენ სამშობლოს ცენტრალურ პროსპექტზე და სულში გვაფურთხებენ!

მოდით, სხვა სიტყვებით გეტყვით:

იმისთვის, რომ უცხო ქვეყნის ინვესტორის ფული დაიცვან, იმ ინვესტორის, რომელმაც ჩვენი მიწა მიისაკუთრა, ჩვენ შვილებს და ძმებს ემუქრებიან, იჭერენ და ანადგურებენ!

ხოლო იმისთვის, რომ ჩვენ, ჩვენი ოჯახები, ქართული ეკლესია, სამშობლო და პატრიარქი დაიცვან უჯიშოთა ფურთხისგან, შეურაცხყოფისგან, ღირსების შელახვისგან არც არაფერს აკეთებენ!

პირიქით, ეხვეწებიან, რომ პარლამენტში შევიდნენ და რბილ სავარძლებში დაავანონ თავიანთი უკანალები!

პარადოქსია… მაგრამ ეს რეალობაა… სამარცხვინო რეალობა!!

მოკლედ, როგორც ჩვენი ძმა იტყოდა:

……აქ შენი ძმა თურმე შენი მტერია…

……აქ ტაძრებშიც შეიტანეს ნაგავი,….

……აქ ღალატი გახდა მრავალჯერადი…

……აქ ხომ ახლა ბოზობაა მოდაში…..

……აქ გესვრიან თუ არ წაიკუზები….

აქ საქართველოა, სადაც ყველაფერი მოსულა…

აქ ჯამლეტამ ჯონდო დააორსულა…………“

თეგები: ხათუნა ხოფერია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved