პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.
მისივე თქმით, ინფექცია დაუდასტურდა ასევე მის შვილსაც. როგორც დეპუტატი აცხადებს, ის სახლში, ოჯახის ექიმის რეკომენდაციებით მკურნალობს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს, ნინო წილოსანსაც დაუდასტურდა.
კომენტარები