• რეკლამა
  • კონტაქტი
21:30, პარასკევი, 28 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დემოკრატიული განვითარება ჩვენი გზაა, თორემ, ინვესტორს სტაბილურობა უნდა და სტაბილურობა ავტოკრატიაში მიიღწევა !”- “კავკასიის უნივერსიტეტის” დეკანი სოსო ბერიკაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:24 04-02-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
100

“კავკასიის უნივერსიტეტის” ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი გადაცემა BMGDRIVE-ში საქართველოს ეკონომიკის წარმატებისთვის აუცილებელ სამ გზას ასახელებს.

მისი თქმით, საჭიროა დამოუკიდებელი სასამართლო, ინსტიტუციური განვითარება და საქართველოს რუსეთზე, რაც შეიძლება ნაკლები დამოკიდებულება.

„არაეკონომიკურ ფაქტორებს დავასახელებ, რადგან ქვეყნის ეკონომიკური წარმატებისთვის პირველ ადგილზე დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობაა. ასევე გვჭირდება ზოგადად დემოკრატიული ინსტიტუციური განვითარება. ვგულისხმობ იმას, რომ რომელიმე პრემიერ-მინისტრი ხელს რომ მოაწერს მაგალითად, “ნამოხვანის” პროექტის განხორციელებას, სხვა რომ მოვა, მან არ უნდა თქვას ხელი სხვამ მოაწერა და მე რა შუაში ვარო. დემოკრატიული განვითარება ჩვენი განვითარების გზაა, თორემ სხვა განვითარების გზებიც არსებობს, მაგალითად ყატარი, რომელსაც ნავთობი აქვს და ყოველ შემთხვევაში პირველი 100 წელი დემოკრატია არ სჭირდება, რადგან ინვესტორს სტაბილურობა უნდა და სტაბილურობა ავტოკრატიაში მიიღწევა. ჩვენ ვამბობთ, რომ დემოკრატია გვინდა და თუ გვინდა, ეს უნდა გვქონდეს და არა რაღაც ჰიბრიდული რეჟიმი.

საქართველოს ეკონომიკის წარმატებას ასევე აფერხებს რუსეთის არსებობა ისეთი ფორმით, როგორც დღეს არის. მაგალითად, ქართული ღვინის 85%-მდე რუსეთში იმიტომ გადის, რომ შედარებით დაბალხარისხიანია. ასევე რუსეთი ჩვენთვის ახლოსაა. ვიცით რუსებს როგორ ველაპარაკოთ, ენა ვიცით. ბიზნესმა იცის მომხმარებელს რა სჭირდება და მათთვის ეგაა მთავარი. ჩვენ გვაქვს არჩევანი ვიყოთ რუსეთში და ვყიდოთ დაბალი ხარისხის პროდუქცია ან მოგვიწევს ბევრი მუშაობა, ხარისხის გაზრდა და პროდუქციის ევროპაში გატანა. ბევრი ნაბიჯი უნდა იყოს გადადგმული, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს რუსეთზე დამოკიდებულება. არ არის მარტივი პროცესი, თუმცა ქვეყანას ამის გრძელვადიანი სტრატეგია უნდა ჰქონდეს“, – აღნიშნავს სოსო ბერიკაშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

“აისრულე სურვილები სრულად“ – ლიბერთის ზამთრის ახალი შეთავაზება
ახალი ამბები

“აისრულე სურვილები სრულად“ – ლიბერთის ზამთრის ახალი შეთავაზება

19:00 11-28-2025
თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს

14:31 11-28-2025
რა განაპირობებს სავალუტო ბაზარზე არსებულ სიჭარბეს? – თიბისი
ახალი ამბები

რა განაპირობებს სავალუტო ბაზარზე არსებულ სიჭარბეს? – თიბისი

13:58 11-28-2025
ნანატრი დღეები გორგიაში გრძელდება
ახალი ამბები

ნანატრი დღეები გორგიაში გრძელდება

08:00 11-28-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved