• რეკლამა
  • კონტაქტი
03:49, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დეკემბრამდე COVID-19-ით კიდევ 100 ათასი ადამიანი დაიღუპება – ჯანდაცვის ექსპერტების საგანგაშო პროგნოზი

ალია ავტორი - ალია
12:32 09-01-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

ისრაელში პანდემიის დაწყებიდან დღემდე რეკორდული რაოდენობის დღიური ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ვირუსი 10 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. დელტა შტამის სწრაფად გავრცელების გამო ისრაელი ევროკავშირმა უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო.

უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი დაკარგა ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც, სადაც განსაკუთრებით მძიმე სურათი ქვეყნის სამხრეთ ნაწილშია. ამოწურულია სამედიცინო რესურსი. ამერიკის სამხრეთ შტატების საავადმყოფოებში ჟანგბადის მარაგის დეფიციტია. დელტა შტამმა შემთხვევები და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი გააორმაგა.

ჯანდაცვის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დეკემბრამდე COVID-19-ით კიდევ 100 ათასი ადამიანი დაიღუპება.

რთული სურათია ალბანეთშიც, სადაც კომენდანტის საათი დაწესდა, პირბადის ტარება კი დახურულ სივრცეში სავალდებულო გახდა. აქ 1-ლი სექტემბრიდან კომენდანტის საათი ამოქმედდება.

ევროპაში ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო კვირებში 10%-ით არის გაზრდილი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შემთხვევების მატება შეზღუდვების გაუქმებამ და ზაფხულში ტურისტულმა სეზონმა განაპირობა.

მსოფლიოში დელტა შტამის რეკორდული გავრცელების პარალელურად, სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს. მეცნიერების განცხადებით, ახალ ვარიანტს მუტაციის გაძლიერებული შესაძლებლობა აქვს. ამ დროისთვის სამხრეთ აფრიკის გარდა, ახალი შტამი დაფიქსირებულია 5 ქვეყანაში, მათ შორის პორტუგალიაში, ახალ ზელანდიასა და შვეიცარიაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved