ჩოხატაურის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თომა სიხარულიძე კორონავირუსით გარდაიცვალა.
შემოქმედის ეპარქიის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ბასილ გოგოტიშვილის თქმით, დეკანოზს ვირუსი ერთი თვის წინ დაუდასტურდა.
“ერთი თვის განმავლობაში კლინიკაში იყო. ჯერ ბათუმში, მერე თბილისში. კორონავირუსმა ბევრი გართულება გამოიწვია და სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს”, – განაცხადა “tv პირველთან”საუბრისას მამა ბასილ გოგოტიშვილმა.
წყარო: ,,რეპორტ.ჯი”
კომენტარები