თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს:
,,დებატზე/დისკუსიაზე, თანაც იმ არხზე, რომელსაც ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავს, მომზადებული უნდა მიბრძანდეთ! ოთხმა ადამიანმა რაში დახარჯეთ დრო და რესურსი? ერთი გაბუტული იჯდა, მეორემ ფოტოები დაარიგა და მერე დაიწყო სათქმელზე ფიქრი, მესამემ აქა-იქ რაღაც თქვა, მეოთხემ – ენა გვაქვს სხვადასხვაო.
ასეთი უსუსური ოპონირება საქმისთვისა და ქვეყნისთვისაა ცუდი!“














კომენტარები