• რეკლამა
  • კონტაქტი
10:30, ოთხშაბათი, 16 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დავუჯეროთ მეცნიერებს და მეცნიერებას და არა „ფეისბუქის“ საშუალებით გავრცელებულ ათას ტყუილს – პრემიერი

ალია ავტორი - ალია
12:19 07-26-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
18

რამდენიმე დღის წინ ჩვენ მივიღეთ ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა. ეს არის აშშ – ის დახმარება, მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ამერიკას და პირადად პრეზიდენტ ბაიდენს ამ საჩუქრისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ჯამში ქვეყანაშია 2 მილიონი ვაქცინა – 1,5 მილიონი ჩინური ვაქცინა და ნახევარი მილიონი „ფაიზერი“.

„ამას გარდა, მილიონი „ფაიზერი“ პირდაპირ, უშუალოდ მწარმოებელს დავუკვეთეთ და ამ მილიონი დოზის მოწოდება უკვე დაწყებულია. პროცესი მიმდინარეობს. ჯამში ჩვენ გვქნება 3 მილიონი ვაქცინა. 2 მილიონი ადგილზეა,

1 მილიონი შემოვა ერთ თვეში, მაქსიმუმ თვენახევარში, ეტაპობრივად, ყოველ შაბათ-კვირას. მინდა, მოსახლეობას კიდევ ერთხელ მივმართო თხოვნით და კიდევ ერთხელ ავუხსნა ვაქცინაციის მნიშვნელობა. ძალიან ბევრი კითხვა ისმის, თუ რატომ არის აუცილებელი ვაქცინაციის ჩატარება.

მთავარი პასუხი და არგუმენტი, რომელიც მინდა გავუზიარო ჩვენს მოსახლეობას, არის ის, რომ აცრის შემდეგ, გარდაცვალება, რაც ყველაზე მტკივნეულია ჩვენთვის, პრაქტიკულად გამორიცხულია. შესაბამისად, მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, ჩავიტაროთ აცრა, დავიცვათ საკუთრი სიცოცხლე, საკუთარი ჯანმრთელობა და ამასთანავე, ჩვენი მშობლების, შვილების, ახლობლების ჯანმრთელობა. ძალიან ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება ზოგადად ვაქცინების თაობაზე.

მინდა, მოსახლეობას ვთხოვო, დავეყრდნოთ და დავუჯეროთ მეცნიერებს და მეცნიერებას და არა „ფეისბუქის“ საშუალებით გავრცელებულ ათას ტყუილს, ჭორ-მართალს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025

ბიზნესი

თიბისიმ პარტნიორი კომპანიების ფინანსური მენეჯერებისთვის ყოველწლიური ტრენინგები გამართა
ახალი ამბები

თიბისიმ პარტნიორი კომპანიების ფინანსური მენეჯერებისთვის ყოველწლიური ტრენინგები გამართა

14:01 07-15-2025
გაატარე ზაფხული შენებურად – საზაფხულო შეთავაზებები თიბისი ბარათის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

გაატარე ზაფხული შენებურად – საზაფხულო შეთავაზებები თიბისი ბარათის მომხმარებლებისთვის

18:31 07-14-2025
PSP ახალი კონცეფციის აფთიაქი ბათუმში გაიხსნა
ახალი ამბები

PSP ახალი კონცეფციის აფთიაქი ბათუმში გაიხსნა

16:46 07-14-2025
რა სიმპტომები ახასიათებს სწორი ნაწლავის პროლაფსს და რომელია მისი მკურნალობის “ოქროს მეთოდი”?
ახალი ამბები

რა სიმპტომები ახასიათებს სწორი ნაწლავის პროლაფსს და რომელია მისი მკურნალობის “ოქროს მეთოდი”?

16:30 07-14-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved