ძალიან გამკრაცდა შეზღუდვები, ამ გამკაცრებას იწვევს ის, რომ შიდა გავრცელება უფრო აქტიურ ფაზაში შევიდა, ეს კიდევ უფრო რომ არ გამყარდეს და შევინარჩუნოთ შემთხვევების ზომიერი და კონტროლირებული მატება, აუცილებელია ამ გამკაცრებულ ღონისძიებებს დავემორჩილოთ და გთხოვთ ყველას, დავრჩეთ სახლში – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განუცხადა.
მარინა ეზუგბაიას თქმით, ეს ყველა ადამიანს ეხება. „ჩვენი ცენტრი უკვე მესამე თვეა ასეთ მდგომარეობაშია და მე და ჩემი თანამშრომლები უკვე მესამე თვეა ძირითადად აქ ვცხოვრობთ. ჩვენი ცხოვრების წესია სამსახური და გარკვეულ პერიოდში, ვისაც შეგვიძლია სახლში წასვლა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ძალიან რთული იყოს ვიყოთ სახლში, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა შევასრულოთ და დავრჩეთ სახლში, რომ ერთმანეთს გავუფრთხილეთ, ერთმანეთს სიცოცხლე ვაჩუქოთ, ქვეყანა გადავარჩინოთ რყევებისგან და ხვალ გვქონდეს ნათელი და კარგი მომავალი. ძალიან გთხოვთ, დავრჩეთ სახლში“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
კომენტარები