• რეკლამა
  • კონტაქტი
05:38, ოთხშაბათი, 12 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დავით კირკიტაძე – მიხეილ სააკაშვილი ქვეყნიდან ათასობით კილომეტრის მოშორებით იმყოფება და ყველა მის განცხადებას ელოდება – ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილის ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში არსებობს

ალია ავტორი - ალია
14:11 09-06-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
75

მიხეილ სააკაშვილი ქვეყნიდან ათასობით კილომეტრის მოშორებით იმყოფება და ყველა მის განცხადებას ელოდება. ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილის ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში არსებობს და არსებობს, არც თუ ნაკლები დოზით, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მერობის კანდიდატმა დავით კირკიტაძემ ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც კირკიტაძემ აღნიშნა, სააკაშვილის თითოეული განცხადება საქართველოზე ფიქრითაა გაჟღენთილი.

„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნიდან ათასობით კილომეტრით შორს იმყოფება, ყველა ელოდება მის განცხადებას. ეს ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში არსებობს და არსებობს, არც თუ ნაკლები დოზით. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რა ცვლილებებიც არ უნდა შეიტანონ კანონში, თავის სამშობლოზე ფიქრს მას ვერავინ აუკრძალავს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მისი თითოეული სიტყვა, განცხადება ჩვენს ქვეყანაზე ფიქრით იქნება გაჟღენთილი“, -განაცხადა კირკიტაძემ.

ამასთან, კირკიტაძემ შეაფასა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები და აღნიშნა, რომ პრემიერი საქართველოს მოქალაქეებს ზღაპრებს უყვება და ლამაზი ბანერების ქვეშ, რაღაც განვითარებას უჩვენებს.

„მთავარი პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის სიღარიბე და სიდუხჭირეა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა. ასე, საქართველოს მოქალაქეს არასდროს არ უჭირდა. პრემიერი მათ ზღაპრებს უყვება ტურისტულ ცენტრად ქცევაზე, უჩვენებენ ლამაზი ბანერების ქვეშ, რაღაც განვითარებას. ჩვენ ყოველდღიურად ვატყობთ, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრება გაუსაძლისი ხდება. 70 მილიონი, რომელიც რუსთავის ბიუჯეტია, ადამიანების სოციალური პრობლემების მოგვარებას არ ემსახურება. ასევე, „ქართულმა ოცნებამ“ რუსთავში ძალიან ბევრი ადამიანი დაკარგა, რომლებმაც შარშან, მათ გამარჯვებაში ლომის წვლილი შეიტანა“, – განაცხადა კირკიტაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved