• რეკლამა
  • კონტაქტი
11:13, სამშაბათი, 17 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„დასრულდა რუსეთის თუ მისი დიპლომატიის შანტაჟის ეპოქა… მოსკოვს ატომური ბომბებით გაავსებენ“ – სოსო ცინცაძე

ალია ავტორი - ალია
18:32 11-17-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
844

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი საგარეო საკითხებში, სოსო ცინცაძე.

– ბატონო სოსო, გერმანულ გაზეთ „შპიგელში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ გერმანია უკრაინასთან  ომის პერიოდში, რუსეთს სამხედრო ტექნიკისთვის საწვავს აწვდიდა. ამ სკანდალურ ინფორმაციას გაგრძელება აღარ მოყოლია და არც გერმანიის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს გაუკეთებიათ რაიმე განცხადება. რა მოხდა? მართალია ეს ამბავი და ჩაფარცხეს? გერმანია ორმაგ თამაშს თამაშობს? უკრაინასაც ეხმარება იარაღით და სამხედრო კომპონენტებით და რუსეთსაც?

– კი, ეგ ინფორმაცია მეც ვნახე. გერმანიამ უარყო ეს ფაქტი ოფიციალურად. მთლად კანცლერი შოლცი არ გამოსულა, მაგრამ ტყუილიაო, განაცხადეს. ამის მერე, ხმა არავის ამოუღია ამ თემაზე. ვფიქრობ, აქ რაღაც შეცდომაა, რადგან მართალი რომ იყოს, ამაზე უკრაინა არ გაჩუმდებოდა. ცხადია, ევროკავშირი და ამერიკაც მოსთხოვდნენ პასუხს გერმანიას. გერმანიაში ორმაგი თამაში შეუძლებელია. ოპოზიცია ძლიერია და ხელისუფლება კოალიციურია. ეს მართლა რომ მომხდარიყო, კოალიცია დაიშლებოდა და ახალი არჩევნები ჩატარდებოდა ქვეყანაში, კანცლერი ოლაფ შოლცი და სხვა ბევრიც, დაასრულებდა პოლიტიკურ კარიერას. გერმანიაში ოპოზიციის ღირსება ის არის, რომ კოალიციური  მთავრობა თავის ნებაზე ვერ მოქმედებს, რაც მოეპრიანება, იმას ვერ გააკეთებს. გააკეთებს და პარტნიორები გავლენ კოალიციიდან და ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია. კოალიციური მმართველობა ამით არის კარგი, ოპოზიციას აღმასრულებელი ხელისუფლების  კონტროლის სერიოზული მექანიზმები აქვს. ვფიქრობ, ეს ინფორმაცია იყო ჭორი, რადგან სიმართლის ნატამალი, რომ ყოფილიყო მასში, ასე იოლად არავინ გაატარებდა.

– რუსეთს არ გამოუვიდა ევროპის გაზით შანტაჟი, არ გამოუვიდა არც  ატომური ბომბის გამოყენებით შანტაჟი და ახლა ხორბლის შანტაჟზე გადავიდა, იმუქრება, რომ არ გაატარებს უკრაინულ ხორბალს, არც საკუთარს გაყიდის. ხორბლის დეფიციტი კი მესამე სამყაროს ქვეყნების მოსახლეობას ამოწყვეტით ემუქრება.  ეს როგორ დასრულდება? გამორჩება რაიმეს რუსეთი დანარჩენ მსოფლიოს?

– პრინციპში, არც ეს გამოსდის რუსეთს. თურქეთმა მოახერხა და გაიტანა უკრაინული ხორბალიც და რუსულსაც გაიტანს. რა შეთანხმებას მიაღწიეს ერდოღანმა და პუტინმა, უცნობია, მაგრამ ყველა ვარაუდით, ერდოღანი პუტინს შეპირდებოდა, რომ უკრაინასთან ზავის დადებას მიაღწევინებს რუსეთს, პუტინს და ზელენსკის დასვამს მოლაპარაკების მაგიდასთან. ზელენსკის ზავის გაგონება არ სურს, აგერ, ხერსონი ლამის უკვე წაართვეს რუსეთს, რუსეთის ჯარი გარბის უკრაინიდან. აქ მეორე მომენტიც არის. რუსეთმა ეს განაცხადა თუ არა, მეორე დღესვე თავად მოექცა შანტაჟის ქვეშ. ერდოღანმა  პუტინის  საპასუხოდ განაცხდა, უკრაინულ ხორბალს გაერო-ს ეგიდით, ჩვენ გავიტანთ და თუ საჭირო გახდა, გაერო-ს სხვა სახელმწიფოებიც ჩაერევიან ამ საქმეშიო. ერდოღანს გაერო-ს ნებართვა ჰქონდა და ეს იმიტომ თქვა. თუ მართლა საჭირო გახდებოდა, ვინ იქნებოდნენ ის სახელმწიფოები, ვინც ჰუმანიტარული მისიით უკრაინის პორტებში გემებს შეიყვანდნენ? ევროკავშირის ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი, ამერიკა, იაპონია… რა ვიცი, ყველა ჩაერთვებოდა. უნდოდა ახლა რუსეთს თუნდაც ჰუმანიტარული მისიით უკრაინულ პორტებში ამერიკული და ბრიტანული გემები? ცხადია, ეს არ აწყობდა. გარდა ამისა, გაერო-მ განაცხადა, ჩვენ ვიყიდით სხვა სახელმწიფოებში ხორბალს თუ სხვა სახის მარცვლეულს ძვირად და მივაწვდით აფრიკის ქვეყნებს, მშიერი არავინ დარჩებაო. გამოდიოდა, რომ   რუსეთი დარჩებოდა  ამ საკითხში მსოფლიოს პირისპირ მარტო. მიხვდნენ ამას რუსები. ამიტომ, რუსეთი 3 დღეში ისევ შეუერთდა გაერო-ს მარცვლეულით ვაჭრობის ხელშეკრულებას, საიდანაც გასვლა კი  დაანონსა, მაგრამ ფაქტობრივად, იურიდიულად არ გასულა, დაიმუქრა და მხოლოდ  ეგ იყო. კი, მართალი ხარ, უკვე მერამდენე სახის შანტაჟია და რუსეთს არც ერთი არ გაუვიდა. რაც ჩამოვთვალე, მაგას დაამატე ხერსონის ჰიდროელექტრო სადგურის აფეთქების მუქარა. ნახე, როგორ გათავხედდა რუსეთი? ხერსონი ომით დაიპყრო, ახლა იმუქრება, თუ უკრაინა  ომით წართმეულის  დაბრუნებას ომით  შეეცდება, ჰესს ავაფეთქებთ და ათეულობით დასახლებულ პუნქტს ჩავძირავთო. არც ეს გაუვიდა რუსეთს. მსოფლიომ უპასუხა პუტინს, ეგ თუ  გააკეთე, მასობრივი განადგურების აქტად ჩავთვლით და შესაბამისად გიპასუხებთო. შესაბამისი პასუხი კი შეიძლება რუსეთისთვის ატომური რაკეტების სროლაც იყოს, მოსკოვს გაავსებენ ატომური ბომბებით. აქამდე გასდიოდა ეს სხვა და სხვ ტიპის შანტაჟი რუსეთს. მთელი რუსეთის, საბჭოთა კავშირის პერიოდის  დიპლომატია მუქარას და  შანტაჟზე იყო დამყარებული და ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის გარდა, ყველას აშანტაჟებდა, ზოგჯერ მათთანაც გასდიოდა. ალექსანდრე გონჩარენკოსა და რამდენიმე კაცის გარდა, საერთაშორისო მასშტაბის წონიანი დიპლომატები არ ჰყოლია რუსეთს, უშიშროების პროფესიონალი შანტაჟისტები ჰყავდა დიპლომატების სტატუსით. დასრულდა რუსეთის თუ მისი დიპლომატიის შანტაჟის ეპოქა და დასრულდა სამუდამოდ. მსოფლიომ ისწავლა მასთან ლაპარაკი. მოძალადეს ძალის პოზიციიდან უნდა ელაპარაკო, ისე ვერ გააგებინებ. ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა რუსეთმა ვითომ ამერიკის დასაფრთხობად, ამერიკამ ორი იმდენი და უკეთესები  გამოსცადა. ატომურ ბომბს გამოვიყენებთო განაცხადეს რუსმა ჩინოვნიკებმა და სამხედროებმა  და ერთს ისვრით და ათს გესვრითო, უპასუხეს. ხორბლით შანტაჟი დაიწყო და აქაც მარცხი განიცადა. რუსეთმა  გადარია მთელი მსოფლიო  უკვე საუკუნეებია და ეს მსოფლიოც მოვიდა აზრზე. ხომ ნახე, თავისი უჭკუო, ამ შანტაჟზე დამოკიდებული პოლიტიკით სადამდე მიიყვანა საქმე? შვედეთმა 125 წლიანი ნეიტრალიტეტი დაარღვია და ფულით და  იარაღით ეხმარება უკრაინას, ნეიტრალური ფინეთი ეხმარება იარაღით, ისრაელს ცოცხალი თავით არ უნდოდა ამ კონფლიქტში ჩართვა და ისიც ეხმარება იარაღით უკრაინას. იცი, უკრაინას როგორი ქვეყნები ეხმარებიან იარაღით? თავად იარაღის წარმოება, რომ არ გააჩნიათ და რუსულ იარაღზე იყვნენ დამოკიდებულნი. დღეს რუსეთისგან ნაყიდ, რუსულ იარაღს უკრაინას ჩუქნიან. ამას შვედეთის და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება დაამაატე. გააგიჟა მსოფლიო რუსეთმა ამდენი შანტაჟით,თავხედობით და კი მიიღო საკადრისი. ნატო-ს ეჯგიმებოდა და აგერ, ნატო-ს ქვეყნები, ნატო-ს  შეიარაღების მაქსუმუმ 2%-თ ეხმარებიან  უკრაინას და რუსეთის ვითომ ძლევამოსილმა არმიამ, მე-9 თვეა, ერთი უკრაინული ქალაქი ვერ აიღო ბოლომდე და რაც აიღო, იმასაც კარგავს, მე-9 თვეა უკრაინის  ჭაობში „ბუქსაობს“ და ეგ ნატო-ს და ამერიკასთან ომში რას იზამდა? ვერც ვერაფერს. მსოფლიოს მე-2 კი არა, მე-20 არმიაც არ ჰყოლია რეალურად, ეს  კარგად გამოჩნდა.  და ამ „ძლევამოსილი“ არმიის მთავარსარდალი, პუტინი ეხვეწება ევროპას და თურქეთს, უკრაინასთან ისეთი ზავი დაგვადებინეთ, დაპყრობილი ტერიტორიების ნაწილი და სახეც შევინარჩუნოთო. თიხის ფეხებზე შემდგარი გოლიათი გამოდგა რუსეთი, რომელსაც იმ თიხის  ფეხებში ერთი ძლიერად  შემოსცხეს თუ არა, ეგრევე დაიჩოქა. აი, ეგ არის რუსეთის დღევანდელი სახე.  ერდოღანი ვახსენე და ამ ომით, ყველაზე მეტად მაგან იხეირა. ჯერ თურქული პორტებით, დარდანელისა და ბოსფორის სრუტეების გავლით რაც ხორბალი გადის ევროპაში, 25%  მუქთად რჩება თურქეთს. გარდა მაგისა, ერდოღანია მთავარი მომლაპარაკებელი რუსეთ-უკრაინის ომში, მისი რეპუტაცია ძალიან გაიზარდა და მსოფლიო მედიით, უკვე სერიოზული, ღია  ლაპარაკია იმაზე, რომ წელს  ნობელის მშვიდობის პრემიას ერდოღანს გადასცემენ. სხვა, უფრო რეალური  კანდიდატურა არც არის და ეს თუ მოხდა, ერდოღანი იქნება ბარაკ ობამასთან ერთად მეორე მოქმედი სახელმწიფოს მეთაური, რომელიც ამ ჯილდოს მფლობელი გახდება.  ეს კი მისწრება იქნება ერდოღანისთვის, 2023 წელს საპრეზიდენტო არჩევნები აქვს და რასაც დღეს აკეთებს, ეს ყველაფერი გადამწყვეტი აღმოჩნდება ამ არჩევნებში. ყველაფერს თავი დაანებე, მსოფლიოს შიმშილით გადარჩენა ერდოღანის დამსახურებაა. კი, ზემოთ გითხარი, რომ  არსებობდა სხვა სათადარიგო ბერკეტებიც, მაგრამ მათი გამოყენება აღარ გახდა საჭირო. ყველაფრის მიუხედავად, დღეს მსოფლიო თვლის, რომ ერდოღანის გონივრულმა პოლიტიკამ და  დიპლომატიამ იხსნა მსოფლიო შიმშილის  კატასტროფისგან.

 

თეგები: სოსო ცინცაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025

ბიზნესი

თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება

15:25 06-16-2025
ექსპრეს ლომბარდი საქართველოში ოქროს ნაკეთობების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემფასებელია!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საქართველოში ოქროს ნაკეთობების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემფასებელია!

15:18 06-16-2025
17 ივნისიდან PSP -აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება
ახალი ამბები

17 ივნისიდან PSP -აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება

13:41 06-16-2025
თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან

13:07 06-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved