• რეკლამა
  • კონტაქტი
19:38, ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, დარწმუნებული ვარ, არც ბანაობს და ყარს პალატა” – იუნა შაფათავა

ალია ავტორი - ალია
03:56 12-23-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,065

მსახიობი იუნა შაფათავა:

,,ძალიან ბევრი წლის წინ, სანამ პრეზიენტი გახდებოდა და ასკინკილათი ხტუნავდა პარლამენტის კიბეებზე და მის შიზოფრენიას ყველა დასცინოდა, კუს ტბაზე ვნახე, მსუქანი, შორტებში, ‘დარბოდა’ ვიღაც ახალგაზრდა კაცის თანხლებით- თვითონაც ახალგაზრდა იყო..
დარბოდა განა ისე, ჩვენ რომ დავრბივართ – საათის ისრის საწინააღმდეგოდ- არა, ეს ამორბოდა საათის ისრის მიხედვით, ბოლო
აღმართზე… მსუქანი, ქოშინა, შორტები მსუქან თეძოს შიდა მხარეს ჩაყოლილი, დონდლო, ბოთე, მთხლე…
მეგობრებთან ერთად ვიყავი და ზიზღით გაიხედეს სხვაგან, რას გავს ეს ჩემისაო..
მე ვუყურებდი, რადგან ადამიანებზე წინათგრძნობა მაქვს და ბევრი მქონდა გაგინილი, მასზე.
რადგან მთელი ცხოვრება დავრბივარ, სირბილის მანერაზე ხასიათს ვცნობ და რამდენად ნამდვილი ‘მორბენალია’.
ხელები ფართოდ განზე, ნახევრად ჩამოსული, ქოშინა, ფეხებიც განზე- ქონები უშლიდა, მოფამფალე მუცელი და ოფლიანო სახე, აწეული ამაყად ზემოთ- სირბილის დროს რომ თან აკვირდებოდა- ვინ უყურებს, რომ ასეთი ‘სპორტულია’ და ‘დარბის’…
მოყვარულ სპორტსმენებს გვაქვს ეს აზრი თავში: ვინ გაძალებს. თუ ვარჯიშობ, მხოლოდ შენთვის… არა, ამას მაშინ პოპულისტური ‘შტუჩკები’ ახალი დაწყებული ჰქონდა…სირბილშიც კი ყალბი იყო, ნაგავი ‘ხუთოსნები’ რომ არიან ყველა კლასში, ისეთი კი არა, ბუნებით ნიჭიერები. მასწავლებელო, მე მეკუთვნის ტიპები, მათზე ნიჭიერ კონკურენციას რომ ვერ იტანენ, ბოღმა ტიპები და ჩაშვება და ენატანიობა, პროვოკაცია რომ მათი ცხოვრების კრედოა..
რამდენი რამის გაგება შეგიძლია, მოყვარულ მორბენალს, სხვა მორბენალზე.
35-ე საფეხბურთო სკოლის ტრეკზე, იგივე ნაცებმა რომ დაანგრიეს, კვირაში რამდენჯერმე დავრბოდი, როცა ჩემ ქმარს კუს ტბაზე ჩემი აყვანა ეზარებოდა. ყოველ ჯერზე, ერთ ასაკოვან კაცს ვხედავდი, რომ მივიდოდი, უკვე ტრეკზე დარბოდა, და რომ ვამთავრებდი, ის ჯერ კიდევ დარბოდა… მე 24 წუთს დავრბოდი- მაშინ აპლიკაცია არ იყო ტელეფონებში, დაახლოებით 3,5-4 კმ გამომდიოდა, ტრეკის დისტანციით ვითვლიდი, წრეებს. მერე პრესს ვაკეთებდი და სახლში ვბრუნდებოდი. ის კაცი კი ჯერ დარბოდა, სტაბილურ ტემპში. ჩემი დაანგარიშებით, 10 კილომეტრს დარბოდა ყოველდღე. და მაშინ დავადგინე, ‘მორბენალის’ გათვლით: თუ შენ მოდიხარ კვირაში რამდენჯერმე და ეს კაცი სტაბილურად აქ დარბის, ესე იგი, ის დარბის ყოველდღე.
კუს ტბაზე იმ პერიოდში თითქმის ყოველდღე დავდიოდით- ჩემი ყოფილი ქმარი მოკრივე იყო და ნაკრებს აკიდებული, მაშინ დავიწყე სირბილი. 24 წლის ვიყავი.
და სტაბილურად დავდიოდით. მიშა იმ
ერთხელ შეგვხვდა, ისიც დღის საათებში, მგონი შაბათ კვირის ‘პრაიმ ტაიმში’ გამოიტყლარწა ‘სარბენად’, არა სასირბილო დროს, ყველას რომ ენახა…
რის თქმა მინდა, იცით…
ლენინის ცხოვრება კომუნიზმის დროს დაგვაზეპირეს.
ლენინი, საკანში რომ იყო, გადასახლებაში, დღეში 10,000 (ათი ათას) ნაბიჯს აკეთებდა, რომ
ფიზიკურად და მორალურად არ დაცემულიყო.
მაშინ ვინ ფიქრობდა ამაზე, მაგრამ ლენინსაც კი გააზრებული ჰქონდა, ფიზიკური და მორალური ჯანმრთელობის თანხვედრა.
…
რამდენი ხანია, ციხეშია?
ადამიანს შეიძლება მოგწონდეს ვარჯიში, გიყვარდეს, შეგეძლოს ან არ შეგეძლოს.
მაგრამ
ამ ჯანსაღი აზროვნების ერაში, რასაც ’შეგნებული ცხოვრება’ ჰქვია, როდესაც კაციბრიობის შეგნებული ნაწილი ჯანსაღად იკვებება, ვარჯიშობს, იოგას აკეთებს, მედიტირებს, აღმოსაცლურ ფილოსოფიას ეცნობა, ჩერგოლეიშვილის თქმის არ იყოს- ტიბეტში ცხოვრების აზრის საძებნელად მიდის- სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ- გონების ‘გასხივოსნებას’ ცდილობს, საკუთარი ენერგიის სხვა სტადიაზე გადასაყვანად-
ეს ფეიკ ამბიციური ავანტიურისტი და მისი ყველაფერ ადამიანურს და სულიერების არ მქონე კასტა, მხოლოდ ნეგატივის გავრცელებას ცდილობს..
იმან – ლეიბები დავყაროთო, ამან კუჭი დაიპატარავა, სიხარბეს ვერ ერევა; მრუშობა და აქეთ იქით გაურკვეველი სექსუალური კონტაქტები რომ დავივიწყოთ-
რამდენი სულიერად ავადმყოფი პაციენტი მინახავს; და მაინც, გონების იშვიათი გაღვიძების ჟამს, ცდილობენ, ადამიანები იყვნენ…
კიდევ ერთი მაგალითი, პრაქტიკიდან და დასკვნას გეტყვით:
კოვიდის დროს, ალკოჰოლის, ნარკოტიკის სარეაბილიტაციო ცენტრში ვმუშაობდი.
ერთი ქალი დამამახსოვრდა: სასეირნოდ იშვიათად გავყავართო, მაგრამ რომ გავყავართ, ლავანდა იზრდება ეზოში და ვკრეფ; მერე ვასველებ, ოთახში გამათბობელზე ვდებ და ოთახში იცი, რა სურნელი დგას!
სერიოზულ ტრანკვილიზატორებზე ჰყავდათ, მენტალური პრობლემები დაეწყო, ქმარი გარდაეცვალა და შვილი სახლიდან აგდებდა და მაინც, იხტიბარს არ იტეხდა.
სახის ვარჯიშები მასწავლა და სტრესის მოსახსნელი- მენტალური დაწესებულების პაციენტმა, რომელსაც არავინ და არაფერი აბადია ამ ქვეყანაზე და იმ საშინელ ადგილას, ადამიანად დარჩენას ცდილობს.
გესმით, რომ, როდესაც უზარმაზარი ამბიცია გაქვს, აღმაშენებლობის და მთელი შენი ბოროტი კლოუნის არსით, ისევ ბოროტებას აფრქვევ, შენი საზარელი დანაშაულების შემდეგ, და ფეხები მაგიდაზე გიდებს, კუნთების გარეშე, უვარჯიშებლობით და გადაჭარბებული ალკოჰოლი-ნარკოტიკით და ცხოველის დონეზე სექსუალური აშლილობის შედეგად, კუჭის დაპატარავების ოპერაციის შემდეგ ისევ დონდლო ხარ, უმოძრაობით ატროფირებული სხეულით, მინიმუმ უნდა გესმოდეს, რა არაჯანსაღ მაგალითს აძლევ..
რომ გიტყდებოდეს, კაცი უნდა იყო.
არც ადამიანად ვარგოდა ოდესმე, არც კაცად. არც რაიმე სულიერი მოთხოვნილება ჰქონია ოდესმე. უმდაბლესი კასტის სატანისტების ჯოგი.
დარწმუნებული ვარ, არც ბანაობს და ყარს პალატა.
ჩემს მეხსიერებაში სულ დარჩება კუს ტბაზე ქონიან თეძოებში შემძვრალ შორტებში ვითომ მორბენალი მთხლე მოფამფალე მუცლით და დიდი ღაბაბით აწეული უნამუსო ყალბი თავით.”

თეგები: იუნა შაფათავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
საქართველოსა და ირლანდიის დიდი დაპირისპირების მოლოდინში – ბორჯღალოსნები ზაფხულის ტურნეს საშინაო კედლებში იწყებენ (თიბისი)
ახალი ამბები

საქართველოსა და ირლანდიის დიდი დაპირისპირების მოლოდინში – ბორჯღალოსნები ზაფხულის ტურნეს საშინაო კედლებში იწყებენ (თიბისი)

13:07 07-03-2025
თიბისის ახალი ფუნქციონალი – დოლარსა და ევროში თანხის მომენტალური გადარიცხვა ნებისმიერ ბანკში
ახალი ამბები

თიბისის ახალი ფუნქციონალი – დოლარსა და ევროში თანხის მომენტალური გადარიცხვა ნებისმიერ ბანკში

11:04 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved