• რეკლამა
  • კონტაქტი
10:50, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დარჩი სახლში! ჩათვალეთ, რომ თვითმფრინავები გბომბავენ და თან ისე, რომ არც თვითმფრინავები ჩანან და არც ბომბები!”

ალია ავტორი - ალია
12:25 03-23-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე კორონავირუსით გამოწვეულ მდგომარეობას აღწერს და მეგობრებს ახალ გამოწვევას “გავხადოთ გადამდები გაფრთხილება!” სთავაზობს.

გიორგი კეკელიძე იწვევს: ნათია ფანჯიკიძეს, მარიკა ბაკურაძეს, ნენე კვინიკაძეს და იაგო კაჭკაჭიშვილს.

“ძვირფასო მეგობრებო! უნდა შეგაშინოთ! და უნდა გაგამხნევოთ!

#დარჩისახლში კუკუ-დამალობანას თამაში ან ათი წლის წინანდელი ფოტოების განთავსების გამოწვევა არ არის, არ შეიმჩნიო ან ერთხელ აქ განათავსო სხვების დასანახად. მაგრამ რადგან ადამიანები ამას უფრო ადვილად იტაცებენ, გთავაზობთ, გადაიღოთ ერთი ასეთი ფოტო და განათავსოთ წარწერით #მესახლშივარ რადგან – დარჩი სახლში უდრის დარჩი სიცოცხლესთან, დარჩი ადამიანთან, გნებავთ -დარჩი ღმერთთან!

თქვენ იცით რა ხდება ახლა იტალიაში და ესპანეთში? თუ ესეც მეორე ოთახში ჩართული ფილმი გგონიათ? ადამიანებს ვერ კრძალავენ და სიცოცხლე მეორე მსოფლიო ომის სცენარივით “გაიაფდა”. ყოველდღე მწერენ იქაური ქართველები, რომ მკვდრების თვლაა ყოველდღიური საქმე. მკვდრების თვლა და შიში. ამ ორი თვის მანძილზე გამხნევებდით და ვცდილობდი, ცოტა გამერთეთ კიდეც. ახლა გაშინებთ! დიახ, გაშინებთ! რადგან ეს შიში მართლა სიყვარულისაა და მართლა სიყვარულს შეიქმს. დარჩი სახლში! ჩათვალეთ, რომ თვითმფრინავები გბომბავენ და თან ისე, რომ არც თვითმფრინავები ჩანან და არც ბომბები! და ერთადერთი საცავი, ახლა თქვენი გადარაზული კარია! მე განა არ მიჭირს და ჩემზე მეტად უჭირს სხვას, მაგრამ ახლა სხვა გამოსავალი არ არსებობს! თუ ასე ხმამაღლა არ დაგიძახეთ, ეტყობა ძნელად ისმენთ. არადა მხოლოდ თქვენთვის გეძახით!
სიფრთხილე, მხნეობა და თანაგანცდა!

p.s. ძვირფასო მარნეულელებო და ბოლნისელებო, ახლა თქვენ გჭირდებათ დიდი სიმტკიცე. განსაკუთრებით იმ ბავშვებს მივესალმები, რომლებიც სულ გველიან და გვწერენ – ქართველებს, აზერბაიჯანელებს, სომხებს. “როდის ჩამოხვალ?” მალე ვერ ჩამოვალ, მაგრამ არც ისე გვიან! გავუძლოთ და გავიმარჯვებთ!

ვიწვევ ჩემს მეგობრებს – ნათია ფანჯიკიძეს, მარიკა ბაკურაძეს, ნენე კვინიკაძეს და იაგო კაჭკაჭიშვილს. გავხადოთ გადამდები გაფრთხილება!” – ნათქვამია კეკელიძის განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved