• რეკლამა
  • კონტაქტი
19:37, ოთხშაბათი, 25 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დამირეკა, მამა მიშველეო” – ომარ ოკრიბელაშვილი სავარაუდოდ, გლდანიდან რუსთავის ციხეში იძულებით გადაჰყავთ

ალია ავტორი - ალია
15:51 03-15-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
797

პატიმარი, ომარ ოკრიბელაშვილი, სავარაუდოდ გლანდიდან რუსთავის ციხეში იძულებით გადაჰყვათ – ამის შესახებ მისმა უფლებადამცველმა “პირველებთან” განაცხადა.

ადვოკატის თქმით, ომარ ოკრიბელაშვილმა მას უთხრა, რომ ათამდე ბადრაგი საკანში შეუცვივდა და იძულებით ცდილობენ მის ნომერ მე-12 დაწესებულებაში გადაყვანას.

“დღეს დილით ომარი მირეკავს და მეუბნება ესეთ რამეს დაახლოებით ათ კაცამდე ბადრაგები შემოცვივდნენ ჩემს საკანში და იძულებით ცდილობენ ჩემს ნომერ 12 დაწესებულებაში გადაყვანას. ჩვენ არ ვუწევთ რეკომენდაციას, რომ გადაიყვანონ ეს ორი ბრალდებული 12 დაწესებულებაში, იმიტომ რომ დარწმუნებულები ვართ, რომ მათ მიმართ განხორციელდება არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობა. ჩვენ დაუყოვნებლივ დავუკავშირდით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც და დღეს ჩავაყენეთ საქმის კურსში, რომ იძულებას აქვს ადგილი ომარ ოკრიბელაშვილის მიმართ. მე მოვუწოდებ პენიტენციურ დაწესებულებს, რომ შეაჩერონ ზეწოლა პატიმრებზე და შეაჩერონ არაადამიანური დამამცირებელი მოპყრობა, როგორც ომარ ოკრიბელაშვილის მიმართ, ისე საბა მეფარიშვილის მიმართ და ყურადღება მიაქცია განსაკუთრებულად იმას, რომ ჩვენ გვაქვს განცხადება შეტანილი არაერთი და ადვოკატები ვითხოვთ, რომ ეს ორი ადამიანი გაჩერდეს პატიმრობის მოხდის ვადამდე მერვე პენიტენციურ განყოფილებაში”, – ამბობს ადვოკატი.

ირკვევა, რომ აღნიშნულის შესახებ პატიმარმა თავდაპირველად მამას დაურეკა და შველა სთხოვა.

გიორგი ოკრიბელაშვილი ვარაუდობს, რომ მისი შვილის სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა, ომარისა და სინდისის პატიმარ, ნიკოლოზ ჯავახიშვილის შეხვედრის გამო სურთ.

“ჯავახიშვილი და ომარი გადააეჩეხნენ ერთმანეთს და ჩაეხუტნენ. მეგობრები არიან  უნდათ რომ ეს კავშირი შეწყვიტონ მაქსიმალურად”, – ამბობს ის.

“ზარი იყო მამამ მიშველეო. გადაყვანა უნდათ ჩემიო, რატომ რა მიზეზითო არ ვიცი ყველაფერი ვერ მითრა. ნებაყოფლობის გარეშე, როცა აიძულებს ადამიანი ესე იგი ფიზიკური ზეწოლაა. შეტანილი მაქვს საბუთები, იმისათვის რომ არ გადაიყვანონ და მაინც დააპირეს გადაყვანა. ეს არის კონკრეტულად, რამდენიმე ბადრაგზე გადაყვანილი, რომელსაც ურთიერთობა არ ჰქონდათ ჯავახიშვილთან და ომარი ოკრიბელაშვილთან, მოხდა ასეთი შემთხვევა, რომ გადააჩეხინე ერთმანეთს და ჩაეხუტნენ. მეგობრები არიან კი ბატონო, მაგრამ უნდათ რომ ეს კავშირი შეწყვიტონ მაქსიმალურად”, – ამბობს ომარ ოკრიბელაშვილის მამა.

ომარ ოკრიბელაშვილის დედას ეჭვი არ ეპარება, რომ მისი შვილის გადაყვანა რუსთავეის მე-12 დაწესებულებაში წინასწარ იყო დაგეგმილი .

“ჩვენ ვიყავით შეთანხმებულები, რომ ეს ბავშვი ბოლომდე უნდა ყოფილიყო აქ და ბოლომდე მოეხადა სასჯელი სანამ პატიმრობაში იქნებოდა. ესემესი მომდის ხოლმე ორივე შეხვედრის ერთად. ერთი მომივიდა მარტო 12- ში 11 საათზე და 25- შიც მექნება დედაო, მაგრამ 25 არ მომსვლია. წინასწარ ჰქონდათ ეტყობა განზრახ დაგეგმილი და მეორე ესემესი მაგიტომ არ მომივიდა გადაჰყვათ ეტყობა რუსთავში”, – ამბობს ომარ ოკრიბელაშვილის დედა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13:56 03-25-2026
სილქფესტი აგრძელებს მრავალფეროვანი პაკეტების ექსკლუზიური პირობით შეთავაზებას
ახალი ამბები

სილქფესტი აგრძელებს მრავალფეროვანი პაკეტების ექსკლუზიური პირობით შეთავაზებას

11:58 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved