• რეკლამა
  • კონტაქტი
13:47, პარასკევი, 14 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„დაავადებულ პაციენტს საკვებად მიღებული აქვს სოფელ ოზურგეთში ნაყიდი ღორის ხორცი და კუპატი“ – ტრიქინელოზით დაავადების ფაქტი

ალია ავტორი - ალია
17:26 01-28-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
202

სურსათის ეროვნულმა სააგენტო, ტრიქინელოზით დაავადების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო:

„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, 27 იანვარს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება ტრიქინელოზის დადასტურებული შემთხვევის შესახებ. შეტყობინების თანახმად, 63 წლის პაციენტს დაავადების კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე რამდენიმე დღით ადრე საკვებად მიღებული აქვს სოფელ ოზურგეთში ნაყიდი ღორის ხორცი და კუპატი (ხორცი მიიღო ოჯახის სხვა წევრმაც, თუმცა, ამ დროისთვის მას დაავადების ნიშნები არ აღენიშნება). დაავადებული პირი ხორცის და სურსათის გამყიდველის ვინაობას ვერ ასახელებს.
 შეტყობინების მიღებისთანავე, რეაგირებისთვის ინფორმაცია მყისიერად გაეგზავნა გურიის რეგიონულ სამმართველოს და ვეტერინარიის დეპარტამენტს. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მოკვლევა უკვე დაიწყეს.
 სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს ხორცი არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც გაურკვეველია ხორცის წარმომავლობა, ღორი არ არის დაკლული სასაკლაოზე და, შესაბამისად, უცნობია, არის თუ არა შემოწმებული ტრიქინელოზზე.
 ტრიქინელოზი არის დაავადება, რომელიც ადამიანს შესაძლოა დაემართოს მიკროსკოპული პარაზიტი ტრიქინელათი ინფიცირებული ცხოველების უმი ან თერმულად არასაკმარისად დამუშავებული ხორცის საკვებად მიღებისას. ძირითადი ფაქტორი ღორის ხორცია, თუმცა, რეზერვუარი შესაძლოა, იყოს სხვა გარეული ცხოველი და ცხენი.
ტრიქინელოზის კლინიკური ნიშნებია: თავის ტკივილი, ცხელება, შემცივნება, ხველა, სახის და თვალების შეშუპება, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, კანის ქავილი. პირველ სიმპტომებს შეიძლება ახლდეს დიარეა ან ყაბზობა. დაავადების მძიმედ მიმდინარეობას ახასიათებს კოორდინაციის დარღვევა, გულის და სუნთქვის პრობლემები.“
თეგები: სურსათის ეროვნული სააგენტო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში

17:06 11-13-2025
თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა

16:30 11-13-2025
ქალი ლიდერები IT სფეროში – გოგუცა გელაშვილი The Info-Tech Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია – თიბისი
ახალი ამბები

ქალი ლიდერები IT სფეროში – გოგუცა გელაშვილი The Info-Tech Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია – თიბისი

14:22 11-13-2025
Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის

11:38 11-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved