• რეკლამა
  • კონტაქტი
07:54, ხუთშაბათი, 12 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„დაარღვია თუ არა გარეგინ II-მ უქორწინებლობის აღთქმა და ჰყავს თუ არა მას შვილი?“ – ფაშინიანის კითხვა და სომხური ეკლესიის პასუხი

ალია ავტორი - ალია
15:46 06-03-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
694

სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი გარეგინ II-ს და მღვდელმსახურებს ბრალდებებს უყენებს – “წმინდა ეჩმიაძინის მთავარმა საკათედრო ტაძარმა გარკვევით უნდა უპასუხოს კითხვას, დაარღვია თუ არა გარეგინ II-მ უქორწინებლობის აღთქმა და ჰყავს თუ არა მას შვილი? კითხვაზე პასუხი დაუყონებლივ უნდა გაეცეს”– დაწერა ფაშინიანმა სოციალურ ქსელში.

ფაშინიანის თქმით, “ჯერ კიდევ დასადგენია, რამდენ მღვდელს ჰყავს ოჯახი, ვინც უნდა იცავდეს დაუქორწინებლობის/უბიწოების აღთქმას. ასევე განაცხადა, რომ სომხეთის კათოლიკოსის არჩევისას სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს გადამწყვეტი სიტყვა.

  • ამ საკითხზე ფაშინიანი 30 მაისიდან მოყოლებული Facebook-ზე არაერთ პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, ყველა სასულიერო პირმა, რომელიც დაარღვევს აღთქმას, უნდა დატოვოს საეკლესიო სამსახური.

2025 წლის 2 ივნისს,  ეჩმიაძინში, სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, გარეგინ II-ის თავმჯდომარეობით, უმაღლესი სულიერი საბჭოს სხდომა გაიმართა.

როგორც NEWS.am წერს, სხდომაზე “განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ სამარცხვინო ანტიეკლესიურ კამპანიას, რომელიც ბოლო დღეებში პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა წამოიწყო”.

„სომხეთის პრემიერ-მინისტრმა დაიწყო მორიგი კამპანია სომხეთის სამოციქულო წმინდა ეკლესიის წინააღმდეგ, ისეთ ლექსიკასა და ბრალდებებზე დაყრდნობით, რაც შეუფერებელია სახელმწიფო მოღვაწისთვის. გამოქვეყნებული მასალები, რომლებიც სავსეა უწმაწური სიტყვებით, ეწინააღმდეგება ელემენტარულ ზრდილობის ნორმებს, არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და უხეშად შეურაცხყოფს მორწმუნეთა რელიგიურ გრძნობებს.

ამგვარი დამოკიდებულება აშკარად არის პოლიტიკურად მოტივირებული და მიზნად ისახავს სომხეთის ეკლესიისა და მის სულიერ მოღვაწეთა ავტორიტეტის შერყევას. ეს კამპანია ცდილობს ეკლესიის ხმის ჩახშობას და მისი საზოგადოებრივი გავლენის შემცირებას. პრემიერ-მინისტრის ანტიეკლესიური ქცევა და ეკლესიისა და ეროვნული ღირებულებების წინააღმდეგ წამოწყებული პროცესები სერიოზულ საფრთხეს უქმნის სომხურ სახელმწიფოებრიობას და ჩვენი ხალხის ერთობას – როგორც სამშობლოში, ასევე დიასპორაში.”- ნათქვამია გამოცემის ცნობით, უმაღლესი საულიერო საბჭოს განცხადებაში.

ცნობისთვის, სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და ეკლესიას შორის დაძაბულობა განსაკუთრებით გამწვავდა ბოლო წლებში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2020 წელს ეჩმიაძინმა (საეკლესიო მმართველმა ორგანომ) პრემიერის გადადგომა მოითხოვა და მკაცრად გააკრიტიკა მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული პოლიტიკის გამო.  (ტვპირველი)

თეგები: ნიკოლ ფაშინიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე – თიბისი
ახალი ამბები

რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე – თიბისი

15:36 02-11-2026
თიბისის მოსწავლის ბარათის აღება გამარტივდა
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათის აღება გამარტივდა

14:48 02-11-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:16 02-11-2026
რა უნდა იცოდე ბარიატრიულ ქირურგიაზე ოპერაციამდე? – ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი
ახალი ამბები

რა უნდა იცოდე ბარიატრიულ ქირურგიაზე ოპერაციამდე? – ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი

18:56 02-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved