ციციშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 25 პაციენტი მკურნალობს. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის ინფორმაციით, ერთი თვის ახალშობილის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.
“ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ეს არის ერთი თვის ახალშობილი. ასევე რეანიმაციაში 5 მძიმე პაციენტია, რომლებსაც თანხმლები დაავადება აქვთ”.- ამბობს ჩხაიძე.
6 სექტემბერს, ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა.
კომენტარები