• რეკლამა
  • კონტაქტი
11:17, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

COVID 19-ის ვაქცინა სპერმას არ აზიანებს – ახალი კვლევა

ალია ავტორი - ალია
12:43 06-18-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

„თუ თქვენ ხართ მამაკაცი, რომელიც Covid 19-ის ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით ყოყმანობთ, რომ ვაქცინამ შეიძლება ნაყოფიერებას ზიანი მიაყენოს, აღნიშნული აზრი მოიშორეთ“- ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ჩატარებული კვლევების მიხედვით,რომელიც გამოქვეყნდა JAMA-ში Pfizer-ის ან Moderna-ს ვაქცინის პირველი ან მეორე დოზის მიღების შემდეგ, სპერმის რაოდენობასა და ხარისხზე ვაქცინას ჯანმრთელ ახალგაზრდებში გავლენა არ მოუხდენია.

„ახლა ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ იმუნიზაციისაგან რისკი თქვენი სპერმის რაოდენობის კომპრომეტირებისთვის ძალიან დაბალია“ – განაცხადა ჩიკაგოს ადამიანის რეპროდუქციის ინსტიტუტის სამედიცინო დირექტორმა, დევიდ კოენმა. კოენი იყო სისტემური მიმოხილვის თანაავტორი, რომლის თანახმად, კორონავირუსი არ არის სქესობრივი გზით გადამდები.

„ეს დამაიმედებელი მონაცემებია, რაც მიგვანიშნებს, რომ COVID 19–ის ორი დოზის მიღების შემდეგ სპერმატოზოიდების ხარისხი მნიშვნელოვნად არ იცვლება. ვიმედოვნებ, რომ ეს გარკვეულწილად დააიმედებს ნებისმიერ მამაკაცს, ვინც შეშფოთებულია, რომ ვაქცინას თუ გაიკეთებს, ამით ეჭვქვეშ დააყენებს ნაყოფიერების ხარისხს“ – განაცხადა პროფესორმა ალან პეისიმ.

კვლევაში გამოყენებული იყო 25-დან 31 წლამდე 45 მამაკაცის სპერმის ნიმუშები, რომლებიც წინასწარ იქნა გამოკვლეული, იმისათვის, რომ დარწმუნებულიყვნენ რომ მათ ნაყოფიერების პრობლემა არ ჰქონდათ. ნიმუშების აღება მოხდა ვაქცინის პირველი დოზის მიღებამდე, შემდეგ კი მეორე დოზის მიღებიდან 70 დღის შემდეგ. საბოლოოდ, შეისწავლეს სპერმა, მისი მოცულობის, კონცენტრაციის, მოძრაობისა და სპერმის მთლიანი რაოდენობის დასადგენად.

„ჩვენ ვერ შევნიშნეთ სპერმატოზოიდების პარამეტრების ცვლილებები ახალგაზრდა ჯანმრთელ მამაკაცებში, რომლებმაც მიიღეს ვაქცინის ორივე დოზა. გამოკვლევამ არ შეამოწმა Johnson & Johnson ან AstraZeneca-ს ვაქცინებით აცრილები.

თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ვაქცინების მუშაობის მექანიზმი საკმაოდ მსგავსია, მიუხედავად განსხვავებული გენეტიკური მასალისა, ამიტომ ბიოლოგიიდან გამომდინარე, არ ვფიქრობთ, რომ სხვა ვაქცინებსიც ამ ორი ვაქცინისგან განსხვავებული რამ უნდა არსებობდეს“- განაცხადა კვლევის ავტორმა მაიამის ჯანმრთელობის სისტემის უნივერსიტეტის მამაკაცის რეპროდუქციული მედიცინისა და ქირურგიის დირექტორმა, დოქტორ რენჯით რამასამიმ.

აღსანიშნავია, რომ კვლევის შედეგების დასადასტურებლად, სხვადასხვა ასაკის მამაკაცებთან საჭიროა დამატებით უფრო დიდი კვლევები .

ინფორმაციისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინმა გავლენა არ მოახდინა მამაკაცის სპერმატოზოიდების კვლევაში, იანვარში გამოქვეყნებული მცირე კვლევის თანახმად, ვირუსი შეიძლება საზიანო იყოს მამაკაცის რეპროდუქციული ტრაქტისთვის.

ჯანმრთელ მამაკაცებთან შედარებით, Covid 19-ით ინფიცირებული მამაკაცების სპერმის უჯრედების კვლევამ აჩვენა, რომ მათი სპერმის კონცენტრაცია, მობილობა და ფორმა უარყოფითად აისახა ვირუსზე. კვლევამ აჩვენა, რომ განსხვავებები დაავადების სიმძიმის შესაბამისად გაიზარდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved