• რეკლამა
  • კონტაქტი
19:14, პარასკევი, 8 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

covid 19-ის წარმოშობის ახალი ვერსია გავრცელდა

ალია ავტორი - ალია
12:22 06-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

აშშ-ში ჩატარებული კვლევების მიხედვით, უჰანის ლაბორატორიიდან Covid 19-ის შემთხვევით გაჟონვის შესახებ ვერსია საკმაოდ რეალურია. ამის შესახებ wsj.com იუწყება.

კვლევები აშშ-ის ლოურენს ლივერმორის ლაბორატორიამ გასული წლის მაისში დაიწყო. ის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ იყო გამოყენებული, როდესაც სახელმწიფო კორონავირუსის წარმოშობის ვერსიებს სწავლობდა.

რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სპეცსამსახურებს კორონავირუსის წარმოშობის ინფორმაციის დადგენა დაავალა. განიხილება ორი ძირითადი ვერსია – ვირუსის გავრცელება ინფიცირებულ ცხოველთან ადამიანის კონტაქტის ან ლაბორატორიიდან შემთხვევით გაჟონვის შედეგად.

ის, რომ ვირუსი ადამიანს ცხოველიდან გადაეცა, 2020 წელს Covid 19-ის წარმოშობის ძირითადი ვერსია იყო. ახლა კი ლოურენს ლივერმორის ლაბორატორიის დასკვნის შემდეგ მთავარი ვერსია ვირუსის ხელოვნური წარმოშობა და ლაბორატორიიდან მისი შემთხვევითი გაჟონვაა.

კვლევები ლოურენს ლივერმორის ლაბორატორიის სადაზვერვო ქვედანაყოფმა ჩაატარა. ამ ლაბორატორიას ბიოლოგიურ საკითხებში დიდი გამოცდილება აქვს. კვლევების დროს SARS-COV-2-ის ვირუსის გენეტიკური ანალიზი ჩატარდა. ვირუსის გენეტიკური შემადგენლობის ანალიზის ჩატარება მოსახლეობაში მისი გავრცელების შესაფასებლად ტარდება.

ჩინეთის მთავრობამ რამდენჯერმე განაცხადა, რომ ვირუსი ლაბორატორიიდან არ გაჟონილა და ის ვირუსის წარმოშობის დადგენის საკითხში საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს. ამასთანავე ზოგიერთი მეცნიერი პეკინის მიერ ამ თემაზე მოწოდებული ინფორმაციით უკმაყოფილოა.

იმაზე, რომ ვირუსი ლაბორატორიიდან შემთხვევით „გაიქცა”, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში მიუთითებს, რომლის მიხედვით ჯერ კიდევ 2019 წლის ნოემბერში უჰანის ლაბორატორიის რამდენიმე თანამშრომელს სიმპტომები დაუდგინდა, რაც კორონავირუსით ინფიცირებას ძალიან ჰგავს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

კინო გზაზე – თიბისის მხარდაჭერით, კინოპროექტმა საქართველო მოიარა
ახალი ამბები

კინო გზაზე – თიბისის მხარდაჭერით, კინოპროექტმა საქართველო მოიარა

16:50 08-08-2025
კოსმო – ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების ქართული ბრენდი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

კოსმო – ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების ქართული ბრენდი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

13:59 08-07-2025
თიბისი კაპიტალის ჩართულობით, „სილქ როუდ ჯგუფი“ ყოფილი სასტუმრო Rooms Kokhta-ს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ჩართულობით, „სილქ როუდ ჯგუფი“ ყოფილი სასტუმრო Rooms Kokhta-ს მფლობელი გახდა

11:17 08-07-2025
საჩუქრები, პოპულარული არტისტები და ცოცხალი პოდკასტები სელფის სანაპიროზე
ახალი ამბები

საჩუქრები, პოპულარული არტისტები და ცოცხალი პოდკასტები სელფის სანაპიროზე

11:21 08-05-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved