• რეკლამა
  • კონტაქტი
19:01, ორშაბათი, 23 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

CNN: “სამარცხვინო და არაეთიკური” – Heineken, Unilever, Philip Morris, Mondelez, Nestle, TGI Fridays – რა ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს მედია ცნობილ კომპანიებზე? – მასალის განახლება

ალია ავტორი - ალია
15:18 07-11-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
493

მასალის განახლება: ტვ იმედი ავრცელებდა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მსოფლიოს ათასზე მეტმა უმსხვილესმა კომპანიამ დაარღვია პირობა და რუსეთში ბიზნეს-საქმიანობას განაგრძობს. რეალურად კი, CNN-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, 1000-ზე მეტმა კომპანიამ პირობა შეასრულა და რუსული ბაზარი დატოვა, თუმცა, ზოგიერთმა ცნობილმა კორპორაციამ პირობა დაარღვია და ბიზნეს საქმიანობას რუსეთში კვლავ აგრძელებს.

იელის უნივერსიტეტის მკვლევართა მიერ CNN-სთვის მიცემულ ანგარიშში დასახელებულია ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორებიცაა „ჰეინეკენი“, „ფილიპ მორისი“, „უნილევერი“ და „ორეოს“ მწარმოებელი „მონდელესი“.

იელის მკვლევრები აცხადებენ, რომ აღნიშნული ფირმები ომის მიუხედავად, რუსეთში ფუნქციონირებენ და დიდ სარგებელს იღებენ.

 

მითების დეტექტორის ინფორმაციით: ჯეფ Ზონეფელდმა რუსეთში საქმიანობის შემწყვეტი/გამგრძელებელი კორპორაციების სიის შექმნა ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში დაიწყო და ბაზა სწრაფი ტემპებით გაიზარდა. ინფორმაციის მისაღებად კვლევა იყენებს რუსეთში მყოფ სტუდენტებს, კომპანიების შიდა ინფორმატორებს, ადგილზე მყოფ ექსპერტებს, კორპორატიულ დოკუმენტებსა და მედიის გავრცელებულ ინფორმაციას. ბაზაში კომპანიები შეფასებულია 5 ქულიანი სისტემით, სადაც A ნიშნავს რუსული ბაზრის სრულად დატოვებას, F-კი საქმიანობის შეუზღუდავად გაგრძელებას. კვლევის მიხედვით, რუსეთში ბიზნესის სრულად ან ნაწილობრივ განხორციელებას აგრძელებს 400-ზე მეტი მსხვილი კომპანია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მათ დიდ ნაწილს, განსაკუთრებით F კატეგორიაში, ჩინური კომპანიები წარმოადგენენ. ასევე მნიშვნელოვანია იმ ფაქტორის გათვალიწინება, რომ იელის ბაზაში შეტანილი კორპორაციების ნაწილს რუსეთში საქმიანობის შეწყვეტის დაპირება არც გაუცია.

გარდა იელის უნივერსიტეტის ინფორმაციის და CNN-ის სტატიისა, რომელსაც “იმედი” და ongo.ge ეყრდნობიან, “მითების დეტექტორმა” კიდევ ერთ ბაზას მიაკვლია, რომელიც კიევის ეკონომიკის ინსტიტუტმა შექმნა. ისინი იკვლევენ რუსეთში კომპანიების საქმიანობის შეწყვეტას ან/და გაგრძელებას ომის დაწყების შემდგომ. სია მოიცავს დაახლოებით 2000 კომპანიას, თუმცა მასში მსხვილ კორპორაციებთან ერთად უფრო პატარა ბიზნესებიცაა შეყვანილი. ბაზის მიხედვით, რუსეთში 1000-ზე მეტმა კომპანიამ სრულად ან ნაწილობრივ შეწყვიტა საქმიანობა, ხოლო 1000-ზე მეტი მუშაობას კვლავ აგრძელებს. თუმცა, ამ მონაცემების მიხედვითაც სულ რამდენიმე კომპანიაა ისეთი, რომელმაც განაცხადა ბიზნეს საქმიანობის შეწყვეტის შესახებ და პირობა არ შეასრულა.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი

12:49 03-23-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved