• რეკლამა
  • კონტაქტი
23:46, კვირა, 5 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ჩვენზე რატომ არ მიიტანეთ ეჭვი? ცოტა არ იყოს, მეწყინა“ – ვინ გააკრა თბილისის ქუჩებში ნაცმოძრაობის საწინააღმდეგო პლაკატები

ალია ავტორი - ალია
16:37 07-24-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

for.ge-ს რედაქტორი გიორგი იაკობაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისის სხვადასხვა უბანში „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო შინაარსის პლაკატები მისმა ორგანიზაციამ გააკრა: 

„მედიაზონდერებო, აი, მართლა იმას რა ვუთხარი, ვინც თქვენ ჟურნალისტები გიწოდათ…

ქუჩაში ტიტლიკანად სირბილი, მემორიალზე ცეკვა, იქვე მოსაქმება და ათასი სისაძაგლე გამოხატვის თავისუფლებაა, ხოლო საგნებისთვის თავისი სახელის დარქმევა – უკანონობა, ხომ?!

ეგ პლაკატები სიძულვილის კი არა, სიმართლის პლაკატებია. სიმართლე კი, ყოველთვის კარგია, რადგან სიმართლე სინათლეა. არ მოგეწონათ, ხომ?!  ვინც ნახა, ყველამ მხარი დაგვიჭირა, უკლებლივ ყველამ! 

ჩვენზე და ჩვენს ორგანიზაციაზე – “დავასრულოთ” – რატომ არ მიიტანეთ ეჭვი?

სიმართლე გითხრათ, ცოტა არ იყოს, მეწყინა. 

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ნაცები დავასრულოთ და ეს მოხდება არჩევნების წინ, არჩევნების დროს და არჩევნების შემდეგ. იქნება ეს პლაკატების დაბეჭდვა, გაკვრა და საკუთარი სიმართლის დაცვა ყველგან და ყოველთვის. მაშ, თბილისისთვის 48 მილიონის მოპარვა შეიძლება, მკვლელებისთვის მკვლელების დაძახება კი, უკანონობაა? 

ხაბეიშვილს ებარებოდეთ და იმას კიდე… ალისტრახოს.

 მაგრამ იმასაც უნდა მოეთხოვოს პასუხი, ვინც თქვენ გაგაბლატავათ, თქვენ – მოძალადეები, მკვლელები, რეკეტიორები, ფლიდები, გაიძვერები, არამზადები…

ბევრ ეპითეტს ჩამოვთვლიდი, ყველაზე საზიზღრებს, მაგრამ ერთიც საკმარისია, რადგან ყველას იტევს – “ნაცები”!!! 

აქვე ვიტყვი, რომ შარშან ლადო კახაძე პირადად შემპირდა, რომ ფრანგულ კანონს “ცილისწამების შესახებ” გადმოაქართულებდა, მაგრამ მას შემდეგ კახაძეს ამ კანონის შესახებ არც სიტყვა დაუძრავს და არც სადღეგრძელო. ხოლო ჩვენ – ჩემი მეგობრები ნამდვილი კოლეგები, თანამოაზრეები და უბრალოდ, ყველა წესიერი ადამიანი, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება, დემოკრატია, სოლიდარობა და ტრადიციული ევროპის ტრადიციული ღირებულებები, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხალხმა არ დაგივიწყოთ.

მტერს სახეზე უნდა ვცნობდეთ. პლაკატები კი… პლაკატები ჟურნალია, კინოც მალე დაიწყება.

 პ.ს. ახლა ვნახე, ნანული ჟორჟოლიან-ექსკოდუასაც მოუჩმახავს რაღაც… არ დაუჯეროთ, დაიკიდეთ“.   

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო შინაარსის პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით განცხადება ცოტა ხნის წინ თბილისის მერიამ გაავრცელა.

„ვრცელდება ინფორმაცია, რომ დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე მოქალაქეთა ჯგუფმა თვითნებურად გააკრა პლაკატები და დაამახინჯა ქალაქის იერსახე, რაც უკანონო ქმედებაა. აღნიშნული პლაკატების ჩამოხსნას უზრუნველყოფს „თბილსერვის ჯგუფი“, ხოლო რაც შეეხება კანონდამრღვევთა დაჯარიმებას, თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექცია იმოქმედებს კანონის ფარგლებში“, – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved