საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, საგანგებო მიმართვის დროს განაცხადა, რომ საფრანგეთი და მთლიანად ევროპა, ახლა უკრაინის გვერდით არის. ის ამბობს, რომ უკრაინის თავისუფლება, ახლა ყველას თავისუფლებაა:
“ამ განსაცდელში საფრანგეთი უკრაინის გვერდით დგას. მივესალმები უკრაინის პრეზიდენტის, მთავრობისა და ხალხის გამბედაობას და თავდადებას. მათი თავისუფლება, ჩვენი თავისუფლებაა. მისი სიტყვის გატეხვით, დიპლომატიურ გზაზე უარის თქმითა და ომის არჩევით, პრეზიდენტმა პუტინმა არამხოლოდ უკრაინის სუვერენიტეტი დაარღვია, არამედ მან მთელი ევროპის სტაბილურობას მიაყენა დიდი ჩრდილი. ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ევროკავშირსა და ნატოში, რუსეთისთვის მის აგრესიასთან შესაბამისი სანქციების მიღებაზე ვიმუშავებთ,”- განაცხადა ემანუელ მაკრონმა.














კომენტარები