უკრაინის პრეზიდენტი ანტიპუტინური კოალიციის შექმნის შესახებ იუწყება, ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი ტვიტერზე წერს.
მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით მას უკვე ჰქონდა საუბარი საფრანგეთის, თურქეთის და ავსტრიის ლიდერებთან, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტთანაც.
“ჩვენ ვქმნით ანტიპუტინურ კოალიციას. მე ველაპარაკე ურსულა ფონ დერ ლაიენს, ემანუელ მაკრონს, კარლ ნეჰამერს, რეჯეფ ტაიპ ერდოღანს, კონკრეტული სანქციებისა და ჩვენი სამხედროებისთვის კონკრეტული დახმარების შესახებ. ჩვენ ველოდებით გადამწყვეტ მოქმედებას,” – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი ტვიტერზე.














კომენტარები