• რეკლამა
  • კონტაქტი
05:34, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩვენ პრემიერს და პრეზიდენტს – არ გაბედოთ!მხარდაჭერას არ შეპირდეთ იმ მკვლელებს!!! ..მე არ მინდა დედაჩემი მუცელგახვრეტილი ვნახო და მამაჩემი სარზე თავწაგლეჯილი. არ მინდა მაშას აყურებინონ დეას გაუპატიურება წამება და დახვრეტა!”-იუნა შაფათავა

ალია ავტორი - ალია
07:48 02-27-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
77

მსახიობი იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში წერს:

“რა არის რუსეთ-საქართველოს ომი?

მე არ მინდა დედაჩემი მუცელგახვრეტილი ვნახო და მამაჩემი სარზე თავწაგლეჯილი. არ მინდა დეას გაუპატიურება ვნახო და სოფიკოს თავგანწირვა.

არ მინდა მაშას აყურებინონ დეას გაუპატიურება წამება და დახვრეტა. არ მინდა თქვენი შვილების ნატოს იარაღით ხელში რობოტებთან დახვრეტილი თავების და სისხლის ტბების ნახვა.

არ მინდა თქვენი ცოლების, დების, შვილების წამების კადრების ნახვა მერე ნაგავ cnn-ზე და guardian-ზე, როგორ აწამეს თქვენ თვალწინ და აკუწეს.

არ მინდა დამწვარი სახლების ყურება და ომი რომ ყველაფერს ჩამოწერს, იმაზე სიცოცხლის ბოლომდე სინანული, რატომ არ ამოვჭერი ყელი იმათ, ვინც ეს დაუშვა.

მე ვიცი, რა მოხდა 2008 წელს და როგორ დღემდე კომპემსაციას უხდიან ოჯახებს, გაუპატიურებულ ნაწამებ და დაკარგულ შვილებზე. მე მახსოვს, ბიჭებს ბრძოლის ველზე ბუზები რომ ეხვეოდნენ და ისევ ასე, რუსთაველზე ეს უჯიშოები ტინგიცებდნენ.

მე არ მინდა, ვიღაცის სანქციის გამო თავმოკვეთილი ქართველი ბავშვების ნახვა.

არ მინდა კიდევ 5, 10 თაობა ომის სტრესით სიცოცხლის ბოლომდე ფსიქოლოგიურად დაჩმორებული იყოს. მე არ მინდა, ბავშვების სიკვდილის ნახვა. არ მინდა ჩემი ერის ფეხქვეშ გასრესა, არც რუსის, არც ფრანგის, არც თურქის, არც ამერიკელის.

მე ძალიან კარგად მესმის დიპლომატიის ძალა და ისიც მესმის ძალიან კარგად, რომ ყველა ბიზნესმენი და მთავრობა ომში მდიდრდება. რადგან სულს ყიდის და სამშობლო არ იციან, რა არის. ჩვენ უკვე ვნახეთ, როგორი “მთავარსარდალი” გვყავდა და უკვე ვნახეთ, ბიჭების გვამები დახურული სატვირთო მანქანებით ნაგავივით რომ ჩამოიტანეს.

ჩვენ ვნახეთ სამშობლოს გამყიდველი ლაჩარი, რომელიც ხოხავდა მიწაზე და მისი გარემოცვა, ტვ-დან რომ დანა ჩანგლით შეიარაღებას გვთხოვდა და მტრის დახვედრას; ისიც ჩავყლაპეთ, რომ 2008 წლის ომზე გამოძიება არ შედგა და დეტალებში ხალხს ანგარიში არ ჩააბარეს, რატომ გაიწირა ამდენი უსუსური უმწეო ადამიანი და სად გაქრა მიწა და რატომ გადაიწია საზღვარმა;

იმასაც ვუყურებ ამდენი წელია, სამშობლოს მძარცველი მტარვალები როგორ აგრძელებენ პროვოკაციებს და ქვეყნის გახლეჩვას;

ისიც ვნახე, ეს მკვლელების ბანდა უკრაინას რომ შეესია და თავი შეაფარა;

ისიც ვიცი, რამდენი ლტოლვილი და უსახლკაროა 2008 ის შემდეგ და ისიც ვიცი, გაუპატიურებულ ქართველ კაცს ძარღვი და სირცხვილი აღარ აქვს, და ქალის და ბავშვების დასაცავად ვერც ფიზიკურად, ვერც მორალურად ვერ ივარგებს;

ისიც ვიცი, რა შეიარაღება და რესურსი აქვს რუსეთს და რა არაფერი გვაქვს ჩვენ;

ისიც ვიცი, ნატო რომ “წაგვეხმაროს”, ნატოს ალიანსის სხვა ქვეყნებში დედა შავს არ ჩაიცმევს მკვდარ და დაჩეხილ ქართველ ბავშვებზე და სხვა ქვეყნებში, მათ შორის ამერიკაში, საწვავის ფასი გაიზრდება ომის შედეგად ევროპაში ეს ადარდებთ და რუსი მტრის კეთილი მტერი ისევ დახმარებას შეგვპირდება და ჩვენს დახოცილ მილიონ ადამიანზე დრამას არ შექმნის და საკუთარ სახლში ხოცავს ადამიანებს, კანის ფერის გამო.

მე მაქვს მიზეზები, არ მინდოდეს ომი!!!

რადგან ვიცი, რომ ომი ეს არის საღი აზრის დამარცხება!

ვისაც ომი სურს – “დიდმა შვიდეულმა” – დაეგდონ მაგიდასთან და ხელჩართულად იბრძოლონ – მაკრონმა, მერკელმა, ბაიდენმა, პუტინმა, კი მირ ჩენმა და დანარჩენმა ხარახურებმა და ვთხოვ ჩვენს პრემიერს და პრეზიდენტს – არ გაბედოთ ჩვენი სახელით, მხარდაჭერას არ შეპირდეთ იმ მკვლელებს!!! მათ ჩემი, თქვენი, ქართველის თუ უკრაინელის ცხოვრება ფეხებზე ჰკიდიათ!!!

მე ვეღარ ვუყურებ სისხლიან კადრებს. აღარ მინდა ვიღრიალო იმიტომ, რომ ომი ვერ ავაცილე სამშობლოს!!!

მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს მიწამ ბომბი აღარ იგრძნოს და ქართული სისხლით მიწა აღარ მოირწყოს!!!

მე გეუბნებით ყველას – არა ომს!!!!

კაციბრიობის ისტორიაში პაციფიზმი ყველაზე აბსურდული უტოპიაა, მაგრამ მას ყველაზე ძლიერი საფუძველი – მშვიდობა აქვს!!!

საქართველოს ნეიტრალიტეტი მშვიდობის გარანტიაა და სულ რომ უკანასკნელი სიტყვები მიძახოთ, მე ამ ცხოვრებას არ დავტოვებ ისე, რომ საქართველოს ნეიტრალიტეტი არ ვნახო!!!

ვინც ომისკენ მზაობას მოუწოდებთ უბედურ უმწეო ხალხს – მტრები ხართ!!!

მტერია ყველა ის, ვინც დღეს მღეროდა და შეიკრიბა ტინგიცობისთვის, ისეთი დეჟა ვუ მაქვს, ცუდად ვარ, ჯერ მრცხვენია და შიგნით ყველაფერი ჩამწყდა, უიმედობით.

საქართველოს ომის აცილება მხოლოდ ერთიანობით შეიძლება, რაც ჩვენ არ გვაქვს და სასწაული უნდა მოხდეს, რომ ომში არ ჩაგვითრიონ, და გთხოვთ-თქვით ხმამაღლა უარი ომზე, საკუთარი მშობლების და შვილების, სხვისი მშობლების და შვილების ხათრით.

ეს კინო არაა, ეს ცხოვრებაა. და ომს ჰეფი ენდი არ აქვს.

სულ რომ 2 ადამიანი დაიღუპოს, ისიც ვინმეს ძმა დედა მამა შვილია…ვის გამო? რომ პუტინმა და მაკრონმა ბაიდენს რაღაც უმტკიცონ და საქართველოს მიწაზე ტანკები იდგეს, ვიღაცის ჯიბის გასასქელებლად?

იცით, რა არის სიცოცხლის ფასი?  არაფერი.

მე არც ნატო მინდა, არც რუსეთი. მე მშვიდი ცხელი სიო მინდა, საქართველოში რომ იცის, ზაფხულში, მშვიდი სახეები და დასასრული, 1921-ში და 1993-ში რაც დაიწყო, იმის.

შეხედეთ ვინ გმართავთ, ყოფილი მკვლელები, თვითონ არ იბრძვიან, თქვენ გაგიჟებენ,..

არა ომს

არა ომს

არა ომს!!!

ნეიტრალიტეტი საქართველოს!

ხომ ნახეთ, როგორც კი ზელენსკი ნეიტრალიტეტზე ალაპარაკდა, მკვლელმა “მოკავშირეებმა” უკრაინელების დასაკლავი იარაღი გაუგზავნეს და “ეხმარებიან”, ხალხის ხოცვაში.

კი, ბავშვები იბადებიან ბომბების თავშესაფარში, რადგან დედებს ვადამდელი მშობიარობა აქვთ სტრესისგან.

იქონიეთ შეგნება, არ აჰყვეთ პროპაგანდას.

ჩვენ არ გვინდა ომი! არც საზღვარზე ჩახდილი “პატრიოტიზმი”, არც კონცერტი, სხვისი გოდების დროს.

ომს არ აქვს გამართლება, ადამიანისთვის.

ომი გაუმაძღარი პოლიტიკოსების ბიზნესია.

და მე სიტყვას ვდებ, ნაცებმა თუ ომის პროვოკაცია წამოიწყეს, მე ვდებ ვაჟკაცურ სიტყვას, შურს ვიძიებ სამშობლოზე, ვინც არ უნდა იყოს, ვერ გამექცვა ვერსად, სამაგალითოდ დავსჯი, მე კი სიტყვას არ ვტეხ

ნუ ამზადებთ ხალხს ომისთვის!!!!

არა ომს!!!!!” – წერს იუნა შაფათავა.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved