• რეკლამა
  • კონტაქტი
02:38, კვირა, 15 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ჩვენ მოვითხოვთ საპარლამენტო არჩევნებს და თუ ოქტომბრამდე ამას ვერ მივაღწიეთ, თუ არ იქნება ჩანიშნული, მაშინ ერთობლივად, საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები” – სალომე ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
14:34 06-03-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
116

სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა:

„მინდა გაგიმეოროთ ძალიან მკაფიოდ, რა არის „წინააღმდეგობის პლატფორმის“ ერთობლივი და ყველასთან შეთანხმებული პოზიცია არჩევნების შესახებ. ეს პოზიცია სრულიად უცვლელია. პოზიცია არის, რომ ჩვენ მოვითხოვთ საპარლამენტო არჩევნებს და თუ ოქტომბრამდე ამას ვერ მივაღწიეთ, თუ არ იქნება ჩანიშნული, მაშინ ერთობლივად, საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები. ეს არის ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც არ შეიცვლება თავისი მეორე მოთხოვნით, რომელიც არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

ეს არჩევნები არ უნდა ჩატარდეს ივანიშვილის წესებით, ივანიშვილის და მისი სუს-ის კონტროლის ქვეშ. ამისთვის ჩვენ მოვამზადეთ სრულყოფილი დოკუმენტი, რომელიც ასახავს ჩვენს პოზიციებს და მოთხოვნებს, როგორი უნდა იყოს და როგორ უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები. როგორ მივაღწევთ არჩევნებს – მივაღწევთ სწორედ იმით, რასაც დღესაც ვხედავთ თუ გავახილეთ თვალი: ეს არის ამ რეჟიმის რყევები, რომელიც გრძელდება ყველანაირად. ეს ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს და ბევრ სხვა უწყებას.

რეპრესიები რომ გრძელდება და რეპრესიების ახალი ტალღა რომ იწყება, ესეც არის ამ ხელისუფლების სისუსტის ნიშანი. ის, რაც იწყება დღეს მედიის წინააღმდეგ, ანუ ის მცდელობა, რომ მედიაში გაკონტროლებული იყოს თქვენი ყოველივე სიტყვა და სიტყვების აკრძალვა დაიწყოს, ეს ხომ არის სუფთა ორუელის წიგნიდან წამოსული რაღაც წესები და ახალი მცდელობები, რომ კიდევ უფრო შეზღუდონ საზოგადოება. ამ დროს, ეს საზოგადოება დღეს იბრძვის, პროტესტი გრძელდება და ამ პროტესტის ვერ მოერევიან. ვერ მოერევიან თუ არ გაჩნდა ის, რაც ერთადერთი რეალური ბერკეტის ხელისუფლებას: საზოგადოებაში შეიტანონ რაღაც გაუგებრობები, იმედგაცრუება, გახლეჩა. ეს არის ის, რასაც ჩვენ ყველა ერთად უნდა შევებრძოლოთ. ანუ, ერთიანობა იმაში, რომ ჩვენ მხნედ და გამართულად ვიდგეთ და გაგაგრძელოთ ეს ბრძოლა ბოლომდე და ის ბოლო უკვე მოჩანს“ (ინტერპრესნიუსი)

თეგები: სალომე ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved