„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი და გაერთიანებული ოპოზიციის გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკა მელია გორში გუშინ ღამე მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.
“არის წუთები, როდესაც სიტყვა ფასს კარგავს, ვეღარაფერს ვეღარ გადმოსცემს, აღარც კი იცი, აქვს თუ არა რაიმე აზრი რაიმეს თქმას.
დაიღუპა ჩვენი 6 მეგობარი, მხოლოდ მეგობრები კი არა, რომელთანაც ერთად გამოვლილი წლები, წარსული გაკავშირებს, არამედ – თანამებრძოლებიც, რომელთან უფრო ძვირფასი – მომავალი და ამ მომავლისთვის ბრძოლა გაკავშირებს – ადამიანები ვისაც ეიმედებოდი და ვინც გეიმედებოდნენ….
ჩვენ მათ გარეშე, მაგრამ მათი სახელით გავაგრძელებთ ბრძოლას და ხვალ გამარჯვებულები ვიქნებით, მაგრამ ცრემლიანი გამარჯვებულები…”- წერს მელია.
შეგახსენებთ, გუშინ, გვიან ღამით ავტობანზე გაჩერებულ სამარშრუტო მიკროავტობუსს ტრაილერი შეეჯახა. დაიღუპა 6, დაშავდა 10 ადამიანი. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა „გორმედში“ გადაიყვანა.
შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლის, მე-8 ნაწილით დაიწყო.
კომენტარები