• რეკლამა
  • კონტაქტი
07:37, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ჩვენ კლასიკურ ავტომობილებთან დაკავშირებით შემოგვაქვს ევროპული რეგულაციები“ – ცვლილებები „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში

ალია ავტორი - ალია
15:30 04-10-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
225

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილეს.

კანონპროექტი განსახილველად პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ წარადგინა.

ცვლილების თანახმად განისაზღვრება კლასიკური ავტომობილის ცნება. ასევე, კანონს ემატება მუხლი, რომელიც საქართველოს მთავრობას დაავალდებულებს მიიღოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, სადაც დეტალურად იქნება განსაზღვრული კლასიკური ავტომობილის კრიტერიუმები და ამ სტატუსის მინიჭების საფუძვლები. დარეგულირდება აღნიშნული ტრანსპორტის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საკითხები.

„ჩვენ კლასიკურ ავტომობილებთან დაკავშირებით შემოგვაქვს ევროპული რეგულაციები. მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობით ცალკე კატეგორიად იყოს განსაზღვრული და დაცული ისეთი მნიშვნელოვანი სეგმენტი, როგორიც არის კლასიკური ავტომობილები.

ევროპაშიც, ბრიტანეთშიც, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ასეთი ავტომობილები ცალკე კატეგორიად არის განსაზღვრული, მათზე სპეციალური შეღავათები ვრცელდება, ზოგან გათავისუფლებულიც არის გადასახადებისგან, ვინაიდან ასეთი ავტომობილები წარმოადგენს არა ყოველდღიურ ტრანსპორტს, არამედ ესაა: კულტურის, ტურიზმის, ეკონომიკის, სარეკლამო ბიზნესის ნაწილი. საქართველოშიც არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება და შემთხვევა გვახსენდება, როდესაც კლასიკური ავტომობილები სწორედ ამ მიზნებისთვის გამოიყენება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

აღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილება შედის საგადასახადო კოდექსშიც.

თეგები: არჩილ თალაკვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved