სინდისის პატიმარი, რეზო კიკნაძე ციხიდან მიმართვას ავრცელებს:
„ჩვენ გამო ციხეში წესები შეცვალეს და წითელი კალმების შემოგზავნა აკრძალეს,
მაისურებზე, რომ აღარ დაგვეხატა.
დროშის ხატვა თუ დანაშაული იყო აღარ ვიცოდი.
რაღაცას მაინც ვახერხებთ. მაინც ვაკეთებთ წარწერებს და მზზადდება ისევ მაისურები ჯერ-ჯერობით.
ვისაც გსურთ ნახოთ რა გამოვა
მოდით ორ ოქტომბერს გლდანის ციხესთან მაისურების პრეზენტაციაზე.
ციხე ვერ გაგვაჩერებს!“ – წერს რეზო კიკნაძე.
ცნობისთვის, რეზო კიკნაძემ სხვა სინდისის პატიმრებთან ერთად, ციხეში შეგზავნილ მაისურებზე საქართველოს დროშები და სხვადასხვა მოწოდებები დააწერეს და საჩუქრად დააგზავნეს.
კომენტარები