• რეკლამა
  • კონტაქტი
17:08, ორშაბათი, 12 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ჩვენ ამ ომში მონაწილე მხარე არ ვართ“ – თურქეთმა უკრაინის ელჩს თხოვნაზე უარით უპასუხა

ალია ავტორი - ალია
13:30 02-25-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

თურქეთმა უარი განუცხადა უკრაინის ელჩს თხოვნაზე, რომ ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში რუსულ სამხედრო ხომალდებს მიმოსვლა შეუზღუდოს. ინფორმაციას თურქეული მედია ავრცელებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

თურქეთის პოზიცია დასაწყისიდანვე ცნობილია – ჩვენ, როგორც სახელმწიფომ, რომელიც ერთმანეთთან დაპირისპირებულ ორივე ქვეყანასთან ვმეგობრობთ, ვითარების განსამუხტად ჩვენი ძალისხმევა ვაჩვენეთ.

ანექსიისა და ომის წინააღმდეგი ვართ, აღიარების წინააღმდეგი ვართ. უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს ვჭერთ. ჩვენ ამ ომში მონაწილე მხარე არ ვართ, ჩვენ არ ვართ ის მხარე, რომელიც რაიმე სახის კონფლიქტში ჩაერთვება. ჩვენ ჩვენს პრინციპულ პოზიციას დავიცავთ, რომელიც დაბალანსებულია და სამართლიანობასა და საერთაშორისო სამართლის დაცვას ემხრობა. სამხედრო მოქმედებების რაც შეიძლება სწრაფად დასასრულებლად ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას გამოვიყენებთ,”- განაცხადა ჩავუშოღლუმ.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის მოთხოვნას გამოეხმაურა, ბოსფორისა და დარდენელის სრუტეებში რუსული სამხედრო გემები არ გაატარონ.

„უკრაინამ ოფიციალური განაცხადი გააკეთა. მონტროს შეთანხმების არსი ძალიან ღია და ცხადია – ომში, სადაც თურქეთი მხარე არ არის, ომში ჩართულ სხვა მხარეებთან დაკავშირებით გარკვეული ზომების მიღების შესაძლებლობა არსებობს. თურქეთს შეუძლია ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში საბრძოლო გემების გატარება შეაჩეროს. პირველად იმას ვადგენთ, საომარი მდგომარეობა არსებობს თუ არა. მხოლოდ საომარი მდგომარეობის აღიარების შემდეგ, მონტროს შეთანხმების ფარგლებში ვკრძალავთ საომარი გემების გასვლას. მაგრამ რომც ავკრძალოთ, რუსეთს ასეთი უფლება აქვს – თუ გემები საკუთარ ბაზაზე დაბრუნებას მოითხოვენ, ისინი უნდა გავატაროთ,”- განაცხადა ჩავუშოღლუმ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved