• რეკლამა
  • კონტაქტი
20:49, ოთხშაბათი, 24 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩინეთში მოსახლეობის მხოლოდ 4% აიცრა – ჩინური ვაქცინის და ჩინური წარმატების საიდუმლოს დეტალები – ზაზა წერეთელი

ალია ავტორი - ალია
01:28 03-18-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი, სოციალურ ქსელში, წერს:

“იმ მომენტში როდესაც საქართველოში რატომღაც მაინც მიდის საუბარი ჩინური ვაქცინის შემოტანაზე (კარგია რომ ჯერ რუსულზე არ ლაპარაკობენ აქტიურად) საინტერესოა ერთი მომენტი, ყველა აღნიშნავს იმ ფაქტს რომ იმ მომენტში როდესაც ეს ქვეყნები სხვას სთავაზობენ ვაქცინას, თავის ქვეყანაში ამ ვაქცინებით მოცვა ძალზედ დაბალია…არაფერს ვამბობ რომ არ არსებობს არანაირი სანდო დოკუმენტი რომელიც ამ ვაქცინების ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე იძლეოდეს სანდო ინფორმაციას.

ჩინეთში სადაც გამოიყენეს მკაცრი, მაგრამ ეფექტური საკარანტინო ზომები, რათა Sars-CoV-2 წარმატებით შეიკავავებინათ და ქვეყანა ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს დაუბრუნებოდა პირველი ვაქცინების ავტორიზაცია გაიცა 2020 ივლისში და მიუხედავად ამისა ამ დროისთვის ქვეყნის მხოლოდ 4% არის ვაქცინირებული.

ქვეყანა მიზნად ისახავს მოსახლეობის 40% –ის ინოკულაციას ივლისისთვის, რაც მიზნად ისახავს დღეში დაახლოებით 4 მილიონი აცრის ჩატარებას დღეში. დღეისათვის ეს მონაცემი მხოლოდ 640,000 – ს შეადგენს დღეში.

ამავე დროს პეკინს აქვს აღებული ვალდებულება საზღვარგარეთის ქვეყნებისთვის მინიმუმ 463 მილიონი დოზის მიწოდებასთან დაკავშირებით, მათგან ბევრი როგორც შემოწირულობა სტრატეგიული პარტნიორებისთვის. თუმცა საწარმოო სიმძლავრეების შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ არის და ბევრი ეჭვობს რომ ჩინეთი ამას უფრო იმისთის აკეთებს რომ მსოფლიოს ჩინეთის გლობალური ლიდერის მაგალითი აჩვენოს.

რუსეთმა უფრო ძლიერი დარტყმა მიიღო ამ პანდემიის დროს, ოფიციალური მონაცემებით 90,000 ადამიანის სიცოცხლე დაკარგა.

ამ თვეში რუსების გამოკითხვამ აჩვენა, რომ ორ მესამედს არ სურს მიიღოს Sputnik-V ადგილობრივად მიღებული ვაქცინა, მიუხედავად რეცენზირებული გამოკვლევებისა, რომ ეს უსაფრთხო და ეფექტურია. მათი სკეპტიციზმი კორონავირუსის წარმოშობამდე ვრცელდებოდა, 64% მიიჩნევს, რომ ეს ბიოლოგიური იარაღია, ნათქვამია დამოუკიდებელ გამოკითხვაში. მეორე ფაქტორია კი ის არის რომ მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ გაყიდა Sputnik-V საზღვარგარეთ, მან რუსეთში ვაქცინის პოპულარიზაციისთვის თითქმის არაფერი არ გააკეთა.

მოკლედ ჩინეთიც და რუსეთიც ცდილობს ვაქცინით თავისი ადგილი გააძლიეროს მსფლიოს რუკაზე, ამ დროს კი საკუთარ ქვეყნებში არც ვაქცინის პოპულარიზაციით და არც მის ეფექტურობაზე საუბრით არის დაინტერესებული

ასე რომ ალბათ სჯობს საქართველომ თავისი ინტერესები სხვა ვაქცინებისკენ მიმართოს (ჯონსონო და ჯონსონი და ნოვოვაქსი) და ამ უინფორმაციო ვაქცინებზე უარი განაცხადოს. მითუმეტეს თუკი გავითვალისწინებთ თუ როგორი უნდობლობაა ვაქცინების მიმართ საქართველოში და როგორ არაფერი გაკეთებულა ამ უნდობლობის ცოტათი მაინც შესამცირებლად. ჩინური და რუსული ვაქცინის შემოტანით კი შესაძლებელია ძალზედ შორს გადაიწიოს პერსპექტივა ვაქცინაციით ისეთ მოცვას მივაღწიოთ რომ ცოტათი მაინც ამოვისუნთქოთ, თუნდაც მომავალი წლის დასაწყისისთვის”

თეგები: ზაზა წერეთელიჩინეთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას
ახალი ამბები

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას

20:17 12-24-2025
რა მომსახურებებს სთავაზობს მომხმარებლებს აიქეში?
ახალი ამბები

რა მომსახურებებს სთავაზობს მომხმარებლებს აიქეში?

15:10 12-24-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 12-24-2025
არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები
ახალი ამბები

არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები

13:36 12-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved