გასული 24 საათის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსის 11,367 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 47 ადამიანი. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
დაფიქსირებული ახალი შემთხვევებიდან 9,864 უსიმპტომო იყო.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში კორონავირუსს 4,923 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
კომენტარები