გასული 24 საათის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსის 102 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ქვეყნის ჯანდაცვის კომისიის ინფორმაციით, დაფიქსირებული ახალი შემთხვევებიდან 46 ადგილობრივი ინფექციაა. დანარჩენი კი იმპორტირებულია.
ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში კორონავირუსს 4,636 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
კომენტარები