ჩინეთი თანახმაა, მისი ოლიმპიელები ასპარეზობაზე პოლიტიკური სიმბოლოებით – სამკერდე ნიშნებით აღარ გამოვიდნენ, – ამის შესახებ BBC საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტზე დაყრდნობით წერს.
კომიტეტის რეაგირება ორი ჩინელი ველომრბოლელის ჟესტს უკავშირდება. მათ, გასულ კვირას, მედლების გადაცემის ცერემონიისას, ეკეთათ სამკერდე ნიშნები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ყოფილი ლიდერის, მაო ძედუნის გამოსახულებით.
ოლიმპიური კომიტეტი კი, მსგავს ქმედებას კრძალავს როგორც შეჯიბრის, ისე მედლების გადაცემის ცერემონიაზე.
„ჩინეთისგან მივიღეთ განმარტება და მათ სპორტსმენები გააფრთხილეს“, – აღნიშნავენ კომიტეტში.














კომენტარები