• რეკლამა
  • კონტაქტი
15:33, სამშაბათი, 13 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩილეს ჯანდაცვის მარეგულირებელმა ორგანომ „სინოვაკის“ ვაქცინა ექვსი წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში გამოყენებისთვის დაამტკიცა

ალია ავტორი - ალია
11:37 09-07-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

ჩილეს ჯანდაცვის მარეგულირებელმა ორგანომ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო „სინოვაკის“ ვაქცინა ექვსი წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში გამოყენებისთვის დაამტკიცა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

სამხრეთამერიკულ ქვეყანას ასევე მაისიდან დამტკიცებული აქვს „ფაზიერის“ ვაქცინა 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში.

„ეს არის შესანიშნავი ამბავი სკოლის ასაკის ბავშვებისთვის და მათთვის, ვინც არ მოიცვა ვაქცინაციის წინა გეგმებმა“, – განაცხადა ჩილეს ჯანდაცვის მინისტრმა, ენრიკე პარისმა.

ჩილეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის მიერ მოწვეული შემფასებელი კომისიის ექსპერტებიდან ხუთმა მხარი დაუჭირა „სინოვაკის“ ექვსი წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში გამოყენებას, ორმა ხმა მისცა აღნიშნული ვაქცინით მხოლოდ 12 წელს გადაცილებული ბავშვების აცრას, ხოლო ერთმა აღნიშნული პრეპარატით ბავშვების აცრის წინააღმდეგ მისცა ხმა.

ჩინური კომპანია „სინოვაკის“ მიერ წარმოებულ ვაქცინა „კორონავაკს“ ასევე ბავშვებში საგანგებო მოხმარებისთვის ავტორიზაცია მიღებული აქვს ინდონეზიასა და ჩინეთში.

როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, ჩილეს ვაქცინაციის კამპანია ემყარება „სინოვაკის“ ვაქცინას. ქვეყნის 19 მილიონი მცხოვრებიდან სრულად აცრილია 13 მილიონი ადამიანი. სულ ადმინისტრირებულია „სინოვაკის“ 19,49 მილიონი დოზა.

ჩილეში ბოლო რამდენიმე კვირაა, ინფიცირების მაჩვენებლის კლება შეინიშნება. 6 სექტემბერს ქვეყანაში კორონავირუსის 435 ახალი შემთხვევა აღირიცხა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩილეში გამოვლენილია „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 1,6 მილიონი შემთხვევა, გარდაიცვალა 37 108 ადამიანი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:53 05-13-2025
„პრომო ჰაუსი“ – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

„პრომო ჰაუსი“ – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

13:37 05-13-2025
„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved